გორის სოფელ ახალდაბის სკოლამდელ დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 10 დღით შეაჩერეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, მიზეზი ის სარემონტო სამუშაოები გახდა, რომელიც საბავშვო ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შემდეგ დაიწყო.
ასევე, სეს-მა სარემონტო სამუშაოების რეკომენდაცია გასცა გორის კიდევ 17 საბავშო ბაღში. 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გორის მერია ჯამში 35 285 ლარს დახარჯავს.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები მისცა სკოლამდელ დაწესებულებებს. შესაბამისი სტანდარდების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლამდელ დაწესებულებაში, მათ შორის, არის ახალდაბაც”, – განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.