გამოცემა El Español მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

1024

პოპულარული ესპანური გამოცემა El Español საქართველოს შესახებ სტატიას სათაურით – \”საქართველო, სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა“ აქვეყნებს.

სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება  და მასში ავტორი თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნებისა და არქიტექტურის შესახებ საუბრობს.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.

სტატიის ავტორი ტურისტებს კულტურული ძეგლების, განსაკუთრებით კი – უფლისციხის უნიკალური არქიტექტურის დათვალიერებას ურჩევს.