ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მენეჯმენტს ხარიხიანად და დროულად გაატარებენ, დამატებით მიიღებენ ერთ მილიონამდე ლარს, დამატებით პროექტებისთვის, რაც მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის ხარისხს გაზრდის, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც პრეზენტაციის მიმდინარეობისას ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, კახეთში 16 ახალი ამბულატორიის აშენება და 47 გარემონტება...
კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზენტაციაზე ძირითადად გზების, სასმელი წყლის, ამბულატორიების, სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს.
"აქ ძირითადი 9 კომპონენტი გამოიკვეთა - გზები, წყალი, ბაღები, სკოლები, ამბულატორიები, სტიქიის პრევენცია და წყალმომარაგება. ეს არის ძირითადად განსახორციელებელი პროექტები. მაგალითად, წყალმომარაგებისთვის გამოყოფილია 6 მილიონი. ასევე,...
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თაზო ფაცაციას "ზუგდიდობის" აღდგენა სურს. ამ წინადადებით მან გუშინდელ სხდომაზე მერის ახლადდანიშნულ მოადგილეს, კონსტანტინე კაკავას მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ზუგდიდს ქონდა ერთი კარგი ღონისძიება, "ზუგდიდობა" და გვინდა დაუბრუნდეს ამ ქალაქს, რადგან ეს ყველა ასაკის თაობის თხოვნაა", - განმარტა მან.
თაზო ფაცაციას თქმით, ღონისძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალ წელს, და თუ შესაძლებელი იქნება, მიმდინარე წელსაც.
"რომ დავგეგმოთ ვიჩქაროთ და ჩავატაროთ,...
სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ობიექტების ხელახალა აღწერა მიმდინარეობს. საველე სამუშაოები მომდევნო 2 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მიზანი მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რესურსებზე განახლებული და ზუსტი მონაცემების კომპლექსური ფორმით მოძიება და გადამოწმებაა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 568 ძეგლი და 1 098 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია, რომლებზეც უმეტეს შემთხვევაში სათანადო მონაცემები არ მოიპოვება. მათ შორის,...
ქუთაისის მერიის არქიტეტქურის სააგენტომ განაშენიანების რეგულირების ახალი გეგმა შეიმუშავა. დოკუმენტები განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება. როგორც ქუთაისის ა(ა)იპ "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს" ხელმძღვანელი რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, ცვლილებები მოსახლეობის მოთხოვნებსა და ქალაქის გარეუბნების განვითარებაზეა მორგებული. ინფორმციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მისივე თქმით, ცვლილების მთავარი მიზანი დეველოპერების მიერ გარეუბნების ათვისების ხელშეწყობაა, რისთვისაც, ე.წ. მესამე ზონაში მოხდა განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით,...
საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა “საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათების გარდა, მგზავრებს უკვე "ვითიბი" ბანკისა და ბანკი "ქართუს" პლასტიკური ბარათებითაც შეუძლიათ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, თუკი იქნება სხვა ბანკების თანხმობაც, მათ ჩართვას ამ სისტემაში, “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს.
"ავტობუსებსა და მეტროში სხვადასხვა ბარათების მომსახურების სისტემაზე პასუხისმგებელია “საქართველოს ბანკი”, გაბილეთიანების ხელშეკრულების თანახმად. სისტემა ტექნიკურად გამართულია და...
ახალციხის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის 60 ათას ლარად ყიდვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ესკიზიც, თუ როგორი უნდა იყოს შესასყიდი ნაძვის ხე.
ამავე დოკუმენტაციის თანახმად, საახალწლო ნაძვის ხე უნდა იყოს გარე გამოყენების, დეკორატიული, ქარხნული წარმოების, ახალი და არა - მეორადი, ფერი: ბუნებრივი მწვანე, სიმაღლე: არანაკლებ 15 მეტრი, მასალა: მწვანე რკინის კარკასი, PVC, ნაძვის ხის აგებულება: არანაკლებ...
"თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის ავტოპარკი განაახლა.
25 ცალი ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს, ასევე, ახალი ტექნიკიდან ერთი გზის დასახაზი მანქანა-დანადგარია, ორი კი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი, რომლებიც დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს გზას გაწმენდს და ტექნიკურ მარილს დაყრის.
როგორც ტექნიკის პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ავტოპარკის განახლება მომავალშიც იგეგმება.
https://www.facebook.com/TbilserviceGroupLTD/videos/612324795842921/
თბილისის მერია გეგმავს, სანებართვო პირობების დარღვევით უკვე აშენებულ შენობა-ნაგებობებზე ე.წ. ამნისტია გამოაცხადოს და შენობები ექსპლუატაციაში მიიღოს. ე.წ. ამნისტია შეეხება 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით დასრულებულ საცხოვრებელ შენობებს და როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქში ასეთი პრობლემური კორპუსი დაახლოებით 600-ია.
გარდა ამისა, იგეგმება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ, ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების, ან მათი ნაწილების ლეგალიზება, ასევე, 2007 წლის 1 იანვრამდე...
ხვალ, 2 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგების დაძირითადი მიგნებები. კვლევის ავტორები, ასევე, ისაუბრებენ 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ღიაობის ტენდენციებზე.
შეხვედრის დასასრულს დაგეგმილია 2019 წელს მაღალი შედეგების მქონე...
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გამო დეცენტრალიზაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამის შესახებ მეჭიაურმა საკონსტიტუციო ინიციატივის - პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაციაზე განაცხადა. მეჭიაური ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტებს პარლამენტში თავისი მაჟორიტარი აღარ ეყოლებათ, მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუჭირდებათ, რის გამოც დეცენტრალიზაციის პროცესი კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
"ეს სისტემა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ, ამ ეტაპზე ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია....
ადგილობრივ დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება რთული იქნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტია "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის" წევრის, ირაკლი ჯამბურიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჯამბურია მიიჩნევს, რომ, თუ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, ის უნდა გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც, რადგან პარტიების არსებობისთვის აუცილებელია, ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენელი ჰყავდეთ.
"ბატონო ირაკლი, მაინტერესებს, გააუქმებთ თუ არა 2021 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემას...
საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობს. როგორც საკონსტიტუციო ინიციატივის პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაციაზე "ქარული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს არსებული დაფინანსების სისტემა ხარვეზიანია.
"პარტიების დაფინანსების წესი, ასევე ,არის ერთ-ერთი განხილვის საგანი იმ ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და იქ იქნება ახალი ფორმულა შემოთავაზებული. დღევანდელი ფორმულა არავის მოსწონს, რადგან სუბიექტურად ხარვეზების მქონეა. შესაბამისად, დამუშავდება დაფინანსების ახალი წესი....
წინა სტატია
დღეს “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ინიციატივის პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია გამართა. საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
პრეზენტაცია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
“კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, არის ლაკონიური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. ამ კანონპროექტის მიღება საჭიროებს კონსენსუსს პოლიტიკური პარტიებს შორის და ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, რომ ხელი...
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ფონიჭალაში მდინარე მტკვრის გასწვრივ უნდა გაევლო, აღარ აშენდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი და მოსახლეობა განსახლებისა და კომპენსაციის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
როგორც მგფ-ში Droa.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, მოსახლეობასთან შეთანხმება, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უშედეგოდ დასრულდა. უწყების ცნობით, მშენებლობის არეალის მიმდებარედ მცხოვრებლები კომპენსაციის სახით 1 კვადრატულ მეტრზე 900-დან 1000 დოლარამდე თანხას და ტერიტორიიდან განსახლებას...
ქალაქ ონში რამდენიმე დღეა ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 1 440 000 ლარს შეადგენს ირინე სხირტლაძის და დ. აღმაშენებლის ქუჩაზე ღობეებისა და საფეხმავლო ბილიკების სრულ რეაბილიტაციას, ხიდის მოაჯირების შეცვლას, დეკორატიული განათებისა და გამწვანების ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "იერი" აწარმოებს და მერიის ინფორმაციით, მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე იგეგმება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































