ახალციხის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის 60 ათას ლარად ყიდვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ესკიზიც, თუ როგორი უნდა იყოს შესასყიდი ნაძვის ხე.
ამავე დოკუმენტაციის თანახმად, საახალწლო ნაძვის ხე უნდა იყოს გარე გამოყენების, დეკორატიული, ქარხნული წარმოების, ახალი და არა – მეორადი, ფერი: ბუნებრივი მწვანე, სიმაღლე: არანაკლებ 15 მეტრი, მასალა: მწვანე რკინის კარკასი, PVC, ნაძვის ხის აგებულება: არანაკლებ 6 ფენა + თავი, ნაძვის ხის ტოტები: წყალგამძლე და ცეცხლგამძლე, თითოეული ტოტი არანაკლებ 2 სამაგრი წერტილით. გარე გამოყენების ტოტების სიგრძე: არანაკლებ 80სმ; დიამეტრი არანაკლებ 6.5 მ. დაშორება ძირიდან ტოტებამდე არაუმეტეს 10 სმ.
60 ათას ლარში მიმწოდებელს, ასევე, ევალება ნაძვის ხის მონტაჟი და გაფორმება.