თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი შენობების მშენებლობის შესყიდვის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები გამოაცხადა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობების მშენებლობისათვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათ შორის: დაბა მანგლისში სასწრაფო - სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობისათვის 270 000 ლარი, ხოლო თეთრიწყაროს სასწრაფო დახმარების შენობისთვის - 260 000 ლარი (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივნისის N1371 განკარგულება).
წინა სტატია
ტენდერში, რომელიც მერიამ სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მეოთხედ გამოაცხადა, მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შპს "თელა" მზადაა ბაღი 986 400 ლარად ააშენოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შპს "თელას" წინადადებას სატენდერო კომისია განიხილავს. კომისია დასკვნას შერჩევა - შეფასების ეტაპის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
წინა 3 ტენდერი, რომელიც მერიამ სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოაცხადა, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩავარდა. მეოთხე ტენდერში, რომლის სავარაუდო...
ისნის რაიონში, ნავთლუღში, ინფრასტრუქტურული პროექტები 8 მისამართზე მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით, საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია საექიმოს გასასვლელის N4-ში და ნავთლუღის ქუჩა N24-ში მდებარე N3 კორპუსში, ხოლო სადარბაზოების რემონტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის IV ჩიხის N8 კორპუსში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 60 492 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ნავთლუღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნები ქეთევან წამებულის გამზირი...
დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის N13ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა, ასევე, მოეწყო განათების სისტემა და სკამები. ხოლო სკვერი ყველა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა და ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა. გარდა ამისა, გამწვანების თარგებში დაირგო სხვადასხვა სახის ნერგები და დაიგო რულონური ბალახი.
დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 69 920 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ...
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.
წყლის სისტემების განახლება ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით მოხდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება 330 000 ლარს აჭარბებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები და წყალშემკრები ავზი, განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის დაქსელვითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლებში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა.
ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ინვესტიციებისა...
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღმაშენებლის N69-ში, თბილისური ტიპის ეზოში, წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, მათივე დაკვეთით სამუშაოებს შპს "არმაზი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 21 000 ლარია.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში მსგავსი სამუშაოები 13 მისამართზე უკვე დასრულდა.
ჩუღურეთის რაიონში არაგვისპირელის ქუჩაზე ორდონიანი სკვერის კედლები პროფესიონალ მხატვრებმა ბავშვებთან ერთად მოხატეს.
"არაგვისპირელის სკვერიდან იშლება თბილისის ულამაზესი ხედები, აღნიშნული ტერიტორია წლების წინ მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეული იყო, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გამგეობის ინიციატივით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყო, წელს კი ბავშვების დახმარებით კიდევ უფრო გავალამაზეთ“, - აღნიშნა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
https://www.facebook.com/DistrictofChugureti/videos/1899868640115363/?v=1899868640115363
ქალაქ სიღნაღში მოსაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 450 მეტრის მანძილზე ასფალტის ორფენოვანი საფარი დაიგო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 108 496 ლარი დაიხარჯა.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, 20 წელზე მეტია მოსაშვილის ქუჩაზე გზა არ განახლებულა და დაზიანებული საფარის გამო მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის N145-146-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნა.
გამგეობის ინფორმაციით, სკვერის საერთო ფართობი 900 კვ.მ შეადგენს.
"დასასვენებელ სივრცეში კაუჩუკისსაფარიან მოედნებზე სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. ამასთან,მოეწყო სკამები, ურნები და გარეგანათების სისტემა. ხოლო საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა", - განმარტეს გამგეობაში.
სკვერის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 76 757 ლარი გამოიყო.
სამგორის რაიონში 26 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. გამგეობის ინფორმაციით, თითოეულში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული.
მათივე ცნობით, ფიტქნეს ზონები შემდეგ მისამართებზე მოეწყო: მუხაძის ქ. კორპუსი N11-ის მიმდებარედ; ვარკეთილი, მე-2 რიგი მე-4 მ/რ. N176 სკოლის მიმდებარედ; ჭიჭინაძის ქ. N7 მიმდებარედ; მე-3 მასივი, მე-3 კვარტალი, კორპუსი N4; ვარკეთილი 3, 1 მ/რ, კორპუსი N15-ის მიმდებარედ; ვარკეთილი, ზ/პ მე-2 მ/რ, კორპუსი N16; ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ,...
ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩის N11-ში, ორსართულიანი ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს.
"ერწოს N11-ში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო კორპუსის გამაგრება. აღნიშნული მისამართის გარდა, საცხოვრებელი შენობების გამაგრება მიმდინარეობს მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში მდებარე თბილისურ ეზოში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე მისამართზე მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად გაუმჯობესდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.
ერწოს ქუჩა N11-ში მიმდინარე გამაგრების სამუშაოების ღირებულება 86 691...
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით, ვაშლიჯვარში, “ნანტის“ სკვერში, მინიბიბლიოთეკა ე.წ "წიგნის ბუდე“ დაამონტაჟს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ავთანდილ ცინცაძემ სკვერის ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლოდ დაგეგმილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი შინაარსის სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"მოხარული ვარ, რომ პარლამენტის ბიბლიოთეკის პროექტს შევუერთდით და ვაშლიჯვარში სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მართლაც...
გორელი ფერმერებისთვის შექმნილი საიტის agrofarm.ge-ს პრეზენტაცია სოფლებში გაიმართება. საიტის საშუალებით საკუთარი წარმოებული პროდუქტის გაყიდვა ნებისმიერ ფერმერს შეუძლია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"საიტის პოპულარიზაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო სოფლის რწმუნებულებთან ერთად გეგმავს მოაწყოს გასვლითი შეხვედრები სოფლებში მომავალი კვირიდან, რათა ფერმერებს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია საიტის შესახებ, თუ როგორ უნდა განათავსონ საკუთარი პროდუქტი გასაყიდად. მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგდებათ. ამ დროისთვის, საიტზე მხოლოდ...
თბილისის მერია უახლოეს მომავალში კონკურსის გამოცხადებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და არასამშენებლო ნაწილებად დაიგეგმება და ზუსტად განისაზღვრება ის ტერიტორიები, რომლის განაშენიანებაც შესაძლებელი იქნება.
როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აღნიშნავს, ლისის ტბის ხევების ამოვსებით ტბის დაკარგვა არ უნდა მოხდეს.
„იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ლისის ტბას ვკარგავთ. ჩვენ ურბანული განვითარებით ხევები ამოვავსეთ, რომლითაც ტბა იკვებებოდა და ამან...
გორის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, საპროექტო ინიციატივების მიღება დაიწყო.
გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო ინიციატივების სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია როგორც გორის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში, ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში და გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
საპროექტო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 26 ივლისს დასრულდება.
სენაკში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა იგეგმება. საუბარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს, ასევე, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულ ადამიანებს შეეხებათ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სენაკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის გივი მისაბიშვილის თქმიღ, ამ თხოვნით ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები ჯერ კიდევ შარშან დაუკავშირდნენ. მისივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა უკვე განიხილეს და შეთანხმდნენ.
მემორიალი რუსთაველის ქუჩაზე, პარკში განთავსდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































