სიღნაღში მოსაშვილის ქუჩაზე გზა დაიგო

1100

ქალაქ სიღნაღში მოსაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 450 მეტრის მანძილზე ასფალტის ორფენოვანი საფარი დაიგო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 108 496 ლარი დაიხარჯა.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, 20 წელზე მეტია მოსაშვილის ქუჩაზე გზა არ განახლებულა და დაზიანებული საფარის გამო მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.