სენაკში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა იგეგმება. საუბარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს, ასევე, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულ ადამიანებს შეეხებათ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სენაკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის გივი მისაბიშვილის თქმიღ, ამ თხოვნით ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები ჯერ კიდევ შარშან დაუკავშირდნენ. მისივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა უკვე განიხილეს და შეთანხმდნენ.
მემორიალი რუსთაველის ქუჩაზე, პარკში განთავსდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 ათასი ლარია.