ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩის N11-ში, ორსართულიანი ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს.
“ერწოს N11-ში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო კორპუსის გამაგრება. აღნიშნული მისამართის გარდა, საცხოვრებელი შენობების გამაგრება მიმდინარეობს მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში მდებარე თბილისურ ეზოში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე მისამართზე მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.
ერწოს ქუჩა N11-ში მიმდინარე გამაგრების სამუშაოების ღირებულება 86 691 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.