სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მხოლოდ 1 კომპანიას სურს

955

წინა სტატია

ტენდერში, რომელიც მერიამ სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მეოთხედ გამოაცხადა, მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შპს “თელა” მზადაა ბაღი 986 400 ლარად ააშენოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

შპს “თელას” წინადადებას სატენდერო კომისია განიხილავს. კომისია დასკვნას შერჩევა – შეფასების ეტაპის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

წინა 3 ტენდერი, რომელიც მერიამ სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოაცხადა, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩავარდა. მეოთხე ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 101 562 ლარი იყო, მხოლოდ შპს “თელამ” მიიღო მონაწილეობა.