ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღმაშენებლის N69-ში, თბილისური ტიპის ეზოში, წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, მათივე დაკვეთით სამუშაოებს შპს “არმაზი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 21 000 ლარია.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში მსგავსი სამუშაოები 13 მისამართზე უკვე დასრულდა.