წინა სტატია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული მქონე პირები 35 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად მიიღებენ. პროგრამა ვრცელდება გულ-სისხლძარღვთა ქრონიკულ დაავადებებზე, ფილტვის ქრონიკული დაავადებებზე, დიაბეტზე (ტიპი II), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე, ეპილეფსიაზე,  პარკინსონის დაავადებაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი პირები (100 000 ქულაზე ნაკლები), საპენსიო ასაკის მოქალაქეები (ქალი  -  60...
საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში - დმანისში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ახმეტაში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის პროექტის - “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს. როგორც CENN-ში განმარტავენ, პროექტის კონკრეტული მიზნებია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა, მრავალეთნიკურ სოფლის თემებში ქალებისა...
თბილისში 2000-მდე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლია, რომელიც ნელ-ნელა იშლება და ნადგურდება, სიძველის, მოუვლელობის, დაუდევრობის თუ უხეში ჩარევების გამო. ასეთ სახლებში ადამიანები ცხოვრობენ. ერთი ასეთი ძველი და უკვე აღდგენილი ულამაზესი სახლი დგას აღმაშენებლის ქუჩის 93 ნომერში, რომლის ჭერი და კელდები 100 წლის წინ, 1904 წელს ზეთის საღებავით არის მოხატული. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ხელახლად გაცოცხლებულ, მოხატულ სადარბაზოში...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან 01 ივლისამდე ყაზბეგის მერია 419 ადამიანს ჯამში 153 626 ლარით დაეხმარა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: 19 სტუდენტის სწავლის საფასური; ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება; სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტები; ახალშობილთა ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები; შშმ პირები; მუნიციპალიტეტის...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაეობი მიმდინარეობს. როგორც ყაზბეგის მერიაში აცხადებენ, დასრულების ეტაპზეა სოფელ ყანობის მიმართულებით სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. ასევე, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ხოლო, სოფელ სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობა N2-ს დაბა სტეფანწმინდაში. "ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე...
2019 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 10 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლაში სველი წერტილები, შიდა ინტერიერი, ფასადი და კარები განახლდება. ასევე, განხორციელდება შიდა ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და სკოლის შესასვლელი გრანიტით მოპირკეთდება. სარემონტო სამუშაოებს, შპს "კ.გ“ ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ დუშეთის 8 სოფლის სკოლას წელს არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცენტრალური გზის სამხრეთი მიმართულების მოასფალტება დასრულდა. მერიის ინფორმაციით, 700 მეტრ მანძილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი და გაკეთდა სანიაღვრე კოლექტორები. ასევე, მათივე ცნობით, გზების მშენებლობა მიმდინარეობს სოფლებში - ბუშეტსა და შალაურშიც, "სოფელ ბუშეტში "თულიანების" და "ნაგუცაანთ" უბნებში ასფალტის საფარი შიდა საუბნო გზებზე (800მ) იგება, ხოლო სოფელ შალაურში სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე (1 400მ), სადაც, ასევე, მოეწყობა სანიაღვრეები", - აცხადებენ...
2019 წლის მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად თემაზე "ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ საბავშვო ნახატების კონკურსს აცხადებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული შემდეგ ორ ნომინაციაში გამოვლინდება: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი. ბერიტაშვილის პორტრეტი); 21–ე საუკუნის მეცნიერება; მათივე ცნობით, ნომინაციებში გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათ საჩუქრები, ასევე, კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. კონკურსის...
ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორს აშენებენ. სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 600 000 ევროს შეადგენს. როგორვ მერიაში განმარტავენ, ახალი კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. "სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს", - ამბობენ მერიაში. მათივე ცნობით, პარალელურად A და...
პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტისა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრუკიმ მოაწერეს. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, შეთანხმების მიზანს მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. მათივე ცნობით, ბათუმსა და ვროცლავს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით იგეგმება.
ქალაქ ფოთის მთელ ტერიტორიაზე გარეგანათების მოძველებულ და ამორტიზებულ ნათურებს ახალი LED სანათებით ჩაანაცვლებენ. "პროექტი ISO სტანდარტების შუქ-დიოდური 4 288 ცალი ახალი სანათის, 66 ელ. კარადაში მართვის ბლოკების და შესაბამისი პროგრამული მართვის სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. "სოდიუმის ნათურების ლედ ნათურებით შეცვლა ფინანსურ დანაზოგს მისცემს ქალაქს, როგორც ელ....
ევრონიუსმა შილდის ღვინის ქარხანა მსოფლიოს მწვანე არქიტექტურის 5 საუკეთესო ნიმუშს შორის დაასახელა. “ჯერჯერობით, შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია", - წერს ევრონიუსი. შილდის ღვინის ქარხანა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პროექტი ბრიტანული კომპანიის - X-Architecture-ის მიერაა შექმნილი. კომპანიას სათავო ოფისები თბილისსა და ლონდონში აქვს გახსნილი. "შენობა ვენახებთან ისეა შერწყმული, რომ ის ძლივს შესამჩნევია. უფრო მეტიც, ნიადაგის თერმული მასა გამოიყენება შენობის გასაგრილებლად, ხოლო ფასადის დიდი...
გორის მუნიციპალიტეტის მერია ასოციაცია "ტონთიოსთან“ ერთად, თანადაფინანსების პროგრამით 12 - დან 16 წლამდე მოზარდებს ბანაკში უფასოდ დაასვენებს. მერია პროექტს 31 550 ლარით დააფინანსებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. "საზაფხულო ბანაკი 2019“ ატენის ხეობაში, სოფელ ბობნევში 23 ივლისს გაიხსნება. ბანაკში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 200 ბავშვი 4 ეტაპად დაისვენებს. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ახალგაზრდები საველე პირობებში, კარვებში იცხოვრებენ. მოზარდებს...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ინიციატივას სოფელ ბოშურში არსებული ყოფილი ადმინისტრაციული შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. საკრებულოს განკარგულებიდან ირკვევა, რომ ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებისთვის საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, რაც დაკავშირებულია სოლიდურ თანხებთან. მერიის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დროთა განმავლობაში მოხდება არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა და მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება. აქედან გამომდინარე, გორი მუნიციპალიტეტის მერს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ქონების ფუნქციის დაკარგვა...
ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს "პრიორიტეტი“ აწარმოებს, 500 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გრანიტის ფილები, გაკეთდება ფეხით სავალი ბილიკი და დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები. "ეს ქუჩა არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი. აგრარული ბაზრის გამო აქ უამრავი ადამიანი გადაადგილდება. ვცდილობთ დაჩქარებული ვადებით დასრულდეს სამუშაოები“,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
რუსთავის მერიაში ქალაქში ველოინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმა განიხილეს. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიწვეული ექსპერტები რუსთავში ველოინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას უსასყიდლოდ მოამზადებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უცხოელმა ექსპერტებმა ქალაქის სხვადასხვა უბანში ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება ველობილიკების მოწყობა. კლიმატის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ