ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან 01 ივლისამდე ყაზბეგის მერია 419 ადამიანს ჯამში 153 626 ლარით დაეხმარა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: 19 სტუდენტის სწავლის საფასური; ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება; სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტები; ახალშობილთა ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები; შშმ პირები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უხუცესების დახმარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი; ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები; უდედმამო ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები და ფსიქიკურად დაავადებულების სამედიცინო მომსახურება; მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, განახლებული სოციალური დახმარების პროგრამა ძალაში 2019 წლის თებერვალში შევიდა.
როგორც მერიაში განმარტავენ, პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.