გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გორის მერიაში 90 000 ლარი ახალი ავტომობილის შესაძენად გამოიყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"გორის მერიამ ავტოპარკის გასაახლებლად ახალი მანქანის შეძენა გადაწყვიტა, ეს თანხები სხვადასხვა ტენდერებიდან არის მორჩენილი და ცალკე მუხლში გავაერთიანეთ", - ამბობს მერიის საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი დალი ტლაშაძე.
სტატიის გაგრძელება
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუჩების მოსარეცხი მანქანა შეიძინა. მერიაში ამბობენ, რომ მანქანა იაპონიის გრანტის ფარგლებში შეიძინეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ქუჩების მოსარეცხი მანქანა უკვე შეძენილია და უახლოეს პერიოდში უნდა მოგვაწოდონ. ასევე, არის ერთი ნაგავმზიდი, სამი თვითმცლელი და ორი ექსკავატორი. ეს არის მუნიციპალური ბიუჯეტიდან და იაპონიის გრანტით შეძენილი ტექნიკა“, - განმარტავენ მერიაში.
გორის მერიას სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად 1 193 804 ლარი აქვს გათვალისწინებული.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან 6 თვეში 289 159 ლარი დახარჯა. ამის შესახებ შესახებ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების მიმოხილვაშია ნათქვამი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან აღნიშნული ფონდისთვის 597 413 ლარია გამოყოფილი, საანგარიშო პერიოდში კი, 337 500 ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული.
ხობის სოფელ ძველი ხიბულას საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ხობის განათლების რესურსცენტრის დირექტორ ბეატრის რუსიას თქმით, ექსპრეზიდენტის სახელის მინიჭების თხოვნით, საკრებულოს, სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"საკრებულომ გვიშუამდგომლა განათლების სამინისტროსთან, რის შემდეგაც სკოლას ზვიადის სახელი მიენიჭა“, - ამბობს ბეატრის რუსია.
სოფელ ძველ ხიბულაში, პირველი პრეზიდენტის სახელობის მუზეუმიც გაიხსნება. მუზეუმის ეზოში პარკი და ეკლესია შენდება.
ზვიად გამსახურდია 26 წლის წინ ხობის სოფელ...
წინა სტატია
ქუთაისში ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა ამ დრომდე დაუსრულებელია. ორი წლის წინ მიტოვებული სამუშაოების დასრულება საავტომობილო გზების დაპარტამენტს დაევლა. საგზაო დეპარტამენტმა სამუშაოებისთვის 3 995 262 ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელი 2.741 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია უნდა მოახდინის. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
გზის მონაკვეთზე სამუშაოებისთვის ტენდერი მერიამ 2017 წლის მაისში გამოაცხადა და სამუშაოებიც დაიწყო,...
საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები პრემიერმინისტრს მიმართავენ. მიმართვის ავტორები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაერთიანებული ჟურნალისტები, ასევე, ის მედიასაშუალებებიც არიან, რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან.
მიმართვის ავტორები, როგორც პრემიერმინისტრს, ასევე, სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
"მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე,...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ისინი მხარდამჭერებს ბათუმში შეხვდნენ.
როგორც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ, ლევან ვარშალომიძემ და პარტიის სხვა წევრებმა არსებული პრობლემების დაძლევის გზებსა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
წინა სტატია
უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც გუშინ ჩამოიშალა, აღდგენას ექვემდებარება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, უშგულში ოცდაათამდე ობიექტის პროექტირება იგეგმება და მათ შორის იქნება აღნიშნული კოშკიც.
"ასეთი პროცესები მუდმივად ხდება სამწუხაროდ. თუმცა ექვემდებარება აღდგენას და არსებობს მთელი რიგი მასალები, რათა დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. შარშანწინაც ჩამოინგრა ჩარკვიანების კოშკი უშგულში და დავიწყეთ რეაბილიტაცია. ჩვენ პერმანენტულად...
წინა სტატია
ათეული წლების შემდეგ, ვალეში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისშედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდული გრაფიკიდან 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ასევე, აშენდება ორი რეზერვუარი და რვა ჭაბურღილი. გარდა ამისა, მოეწყობა შიდა ქსელები და მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
"ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
"სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. პირველ რიგში, მძიმე მდგომარეობა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, შესაბამისად, პირველი ეტაპის სამუშაოები მათი მოწესრიგების მიმართულებით დავიწყეთ. შემოვიდა ყველა კომპანია, რომელსაც მიწის ქვემოთ აქვს განთავსებული კომუნიკაციები. საუბარია "ჯივიპი-ზე", "თელასსა" და "ყაზტრანსგაზზე". ყველა კომპანიას ჰქონდა პრობლემები სამუშაოების წარმოების დროს, სწორედ ამიტომ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გახსნეს. ხიდის მშენებლობა საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ“ 250 000 ლარით დააფინანსა, რაც შეეხება სამუშაოებს, ის კომპანია "ზიმომ“ შეასრულა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა 2019 წლის 25 ივნისს დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
"სოფელში ხიდი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა და შემოვლითი გზით უხდებოდა სარგებლობა....
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფო პროექტის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს წითელმა ბაღმა ახალი ინტენსიური ჟოლოს ბაღი გააშენა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს წითელი ბაღი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 4.21 ჰა-ზე ჟოლოს ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 40 000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 31 185 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 9 746 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.
"აღსანიშნავია, რომ...
წინა სტატია
უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კოშკის ზედა ნაწილი შარშანაც ჩამოიშალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"დღეს დილით ჩამოშლილა კიდევ კოშკის ნაწილი. ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო“, - ამბობს ადგილობრივი ნაირა ვაჩლიანი.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბოლომდე მესტიის რამდენიმე თემში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება. შესაბამისი ტენდერი...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტი "ჩება“ გახსნეს. საწარმოში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, კომპანია "ჩება“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ამოქმედდა და მას ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.
"საწარმო "ჩება“, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ, მიმდინარე...
საქართველოს პარლამენტი პრემიერმინისტრის, სახალხო დამცველისა და გენერალური პროკურორის წლიურ ანგარიშებს საშემოდგომო სესიაზე მოისმენს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს სამივე ანგარიში წერილობითი ფორმით საგაზაფხულო სესიაზე წარედგინა, თუმცა პლენარული სხდომების ფორმატში მათი განხილვა არ მომხდარა.
რეგლამენტის შესაბამისად, მთავრობის ხელმძღვანელს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარედგინა, თუმცა 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო.
ახალი კონსტიტუციის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს პირველად...
ეკატერინე ბასილაია
ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე მდებარე კაფე-რესტორნის რეაბილიტაციისთვის დიდი სამუშაოებია დაწყებული და ამისთვის 2 მილიონზე მეტ ლარს სახელმწიფო ხარჯავს. კაფე-რესტორნის რეაბილიტაციისთვის მილიონები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მისცა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტის თანხებით აშენებულ კაფე-რესტორანს, რომელზეც 2013 წელს თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ „კაფეების და სასტუმროების მშენებლობა სახელმწიფოს საქმე არ არის და ამისთვის მილიონების ბიუჯეტიდან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































