ვალეს მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

1184

წინა სტატია

ათეული წლების შემდეგ, ვალეში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისშედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდული გრაფიკიდან 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ასევე, აშენდება ორი რეზერვუარი და რვა ჭაბურღილი. გარდა ამისა, მოეწყობა შიდა ქსელები და მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

“ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ ფუნქციონირებს. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის შედეგადაც, მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მომავალი წლის ზაფხულიდან, ვალეს მოსახლეობა უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა. სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 5 მილიონ ლარამდე მოხმარდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.