გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან 6 თვეში 289 159 ლარი დახარჯა. ამის შესახებ შესახებ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების მიმოხილვაშია ნათქვამი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან აღნიშნული ფონდისთვის 597 413 ლარია გამოყოფილი, საანგარიშო პერიოდში კი, 337 500 ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული.