წინა სტატია ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე წელს დანამატის რაოდენობა იმის გამო გაზარდეს, რომ თანამშრომლები დამატებით საათებს მუშაობენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "როდესაც ღამის საათებში და შაბათ-კვირას უწევთ მუშაობა თანამშრომლებს, თავისთავად აუცილებელია მიეცეთ დანამატი. მხოლოდ ამის გამო მოხდა გაზრდა. კარგად  შევადაროთ წინა წლებში გაცემული დანამატების რაოდენობას“, -  განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. წინა წელთან შედარებით 2019 წელს ქუთაისის მერიამ დანამატის სახით 92 554 ...
ზუგდიდის მერიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის ვიდეოკამერის, დისტანციური მართვითი მფრინავი მოწყობილობის (დრონის) და კამერის აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 801 ლარია. აპარატურის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 13 ივნისსაც გამოაცხადა, თუმცა როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ტენდერი მაშინ ვერ შედგა.
დაბა ადიგენში წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის სათავე ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები და წყალმომარაგების ქსელი. ასევე, მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. შედეგად, 1 000-მდე ადამიანი გამართული ინფრასტრუქტურითა და სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. "დაბაში ათეული წლებია წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, არსებული წყლის სათავე ნაგებობა და რეზერვუარები რეაბილიტაციას საჭიროებს. წყლის სათავე ნაგებობაზე ხშირია წყლის ამღვრევის ფაქტები, რის...
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გახდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პლაკატით "ნანა წადი" ქუთაისის საკრებულოს სხდომას ესწრებიან. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათი პროტესტი უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ საკრებულოს მუშაობის ჩაშლის მცდელობად შეაფასა. "ვიდრე არ დატოვებენ სხდომას, არ დავიწყოთ მუშაობა", -განაცხადა მან. ალეკო ახალაძის მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია არ დაეთანხმა. ნიკა ლატარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლებას ხელს ვერ შეუშლიან. ასევე, კამათიგამოიწვია...
ბორჯომში სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, ხიდის ორივე მხარეს მთლიანად შეიცვალა ფეხით სავალი ნაწილი, საავტომობილო მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და ჩატარდა სამღებრო სამუშაოები. მათივე ცნობით, პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტმა განახორციელა. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1303134066530997&id=163336040510811&__xts__=68.ARCuSc8-AjXNNR-gdAXgkU2pjRE19dMrbfZaGjpbdc6Slm4HxYLlCY57kvH1_Ek97whNHa5R8qRdA5b6NlRQqsxteDY-vAnq51bHGHkYeOK6fQFAQvRIBgJv6odg76kxmTwOWSlmXr-0Ex4Xo2jAYa3tO8XqB7U_IWrYEGuh2ybRXgbWNrMAbpG2gQGuxrCtrsXOs1ohZe-uq506vIORC81NvtP60_A3PXC3xvKXfEP-0daVYmyCAik9h0oJ7_gW_C51oavNVKSRTSLhVWsryAB0ivNBOzxNVGrvzTRHUe2dgpfOGt2b1L3ML2qkhssLH8PZ4XcH3u_dAFuxBwLfMfMBC8lrGgRfYefYfjZn0SbRL1CvQDPL6BIn0XCnqXaLq_bg4p0HzRiSCWS_30ek0oVuo6z7sj974z1ODz7Xz3JP7Gtzymj0nsq7d92TxIXxvaBC1Yr0K2QUPu9dvmyB&__tn__=-R
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გუდაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველთათვის "სათავგადასავლო ტურიზმის გამყოლის მომზადების საბაზისო სასწავლო კურსი“ გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში 110 ადამიანზე მეტი გადამზადდა და სწავლებაში ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ტრენინგი როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და მას გამოცდილი სამთო გიდები ატარებდნენ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. "საქართველოს ტურიზმის ეროვნული...
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ მესტიის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, მანანა საღლიანის სარჩელის საფუძველზე დაწყებული დავის განხილვა დაასრულა. მან ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება, მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. მანანა საღლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ...
გორში, ნინოშვილის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭების სახურავებს "რახა-რუხი გააქვს". ეს განცხდება საკრებულოს წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა საკრებულოს კომისიის სხდომაზე გააკეთა, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.  ამბარდნიშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანიის წარმომადგენლებმა უხარისხოდ შეასრულეს. "მორყეულია ეს საკანალიზაციო ჭების სახურავები. ან მანქანა არ ჩავარდეს. ან ვინმე. გაივლის ეს მანქანები და არის რახა-რუხი. თან მანდ ინტენსიური მოძრაობაა. ეს რაკა-რუკი განსაკუთრებით ღამის საათებში მოქმედებს" - აცხადებს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს. "ამდენად, უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ", - აცხადებენ თბილისის მერიაში. შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვალა და დილის 06:00-დან 23:00 საათამდე მუშაობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობის გასარემონტებლად, დაახლოებით, 58 ათასი 500 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. მანამდე, 19 ივლისს გამოცხადებული შესყიდვის ღირებულება 34 ათასამდე ლარი იყო, თუმცა, მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო, შესაბამისად, ტენდერი ვერ შედგა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. როგორც ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს“ უთხრეს, თანხის გაზრდა პროექტის კორექტირებამ გამოიწვია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, უნდა გარემონტდეს ავტოფარეხი, კანცელარია, 7 ოთახი, მეორე...
ყვარელში, დოდაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად კედელი ჩამოინგრა და მუშა დაშავდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "ქრონიკის“ ინფორმაციით, კაცი სამაშველო ეკიპაჟებმა უკვე ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მუშას ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული, 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი...
"საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, დეფიციტი 90 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რამაც საგადამხდელო...
სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ ავტორი:  ელისო ჯანაშია ფოთში მალთაყვის სანაპირო დღეს გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ, მიტოვებულ საფლავებს წააგავს. ნახევრადამოშენებულ ბეტონის კედლებში სარეველა ბალახია ამოსული. ამაში ჩვენი ჯიბეებიდან 6.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. მთავარი კი ისაა, რომ მშენებლობა მიტოვებულია და არც გაგრძელდება. 4 წლის წინ, ეს პროექტი ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით დაიწყო და ამისათვის, ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარიც გამოყო. პროექტის დასრულების ვადა ბევრჯერ შეიცვალა. ხელშეკრულებებშიც ბევრი ცვლილება შევიდა. მალთაყვის...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში არქეოლოგიური ექსპედიცია მინდინარეობს. ექსპედიციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია პრეისტორიული ხანის ნაშთები, რითაც 50 ათასი წლის წინინანდელი, ნეანდერტალელი  ადამიანის არსებობა დასტურდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ამ ტერიტორიაზე ხდებოდა გათხრები 40 წელმე მეტი ხნის წინ,  გასული საუკუნის 70-იან წლებში.  ახლა უკვე თანამდეროვე მეთოდებით ვატარებთ კვლევებს. ეროვნული  მუზეუმი უკვე მესამე წელია მართავს ექსპედიციებს, ახლა გათხრების მეხუთე სეზონია,"- აცხადებს ნიკოლოზ...
2021 წლისთვის დედაქალაქში 15 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სპორტის სასახლე აშენდება, - ამის შესაძებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, "ევრობასკეტი 2021-ის" მასპინძლობის უფლების მოპოვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ღირსეულად უმასპინძლოს. კალაძის შეფასებით,  მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სპორტული მოვლენა საქართველოში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას,...
თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანი ინფორმაციის მიწოდება, დენდროლოგიური პროექტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება იყო. "ფონდის წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, პროექტირების ნაწილში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა. ასევე, მხატვრების და ძველი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ