"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში შვიდ მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, წყალარინების სისტემას აღმაშენებლის N69-ში, მაზნიაშვილის N35-ში, ჩუბინაშვილის N4-ში, ბაქოს N4-ში, კახიძის N10-ში, ჯავახიშვილის N75-ში, უზნაძის N91-სა და ბაქოს N4-ში აკეთებენ. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში მსგავსი ტიპის სამუშაოები 13 მისამართზე უკვე განხორციელდა.
ჩუღურეთის რაიონში, ოთხ მისამართზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყობა. როგორც ჩუღურეთის გამგეობაში აცხადებენ, სკვერი გროზნოს N11ა მიმდებარედ, მეუნარგიას N58-ში, 9 ძმის N10-ის მიმდებარედ და უზნაძის N68-ში მოერყობა. "მეუნარგიასა და გროზნოს ქუჩებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო 9 ძმისა და უზნაძის ქუჩებზე სკვერის მოწყობის სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება", - განმარტავენ გამგეობაში.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, ტელეკომპანია "იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა. "რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველაზე მეტად დაწინაურებულია პირველი ლოტი და 2020 წელს ხაშურს უკვე ექნება შემოვლითი გზა. ჩუმათელეთიდან-არგვეთას კვანძამდე მონაკვეთი 4 ლოტად არის დაყოფილი, შარშან ხელშეკრულება 2 ლოტზე გავაფორმეთ, საუბარია ხევი-უბისასა და უბისა-შორაპნის მონაკვეთებზე, სადაც...
წინა სტატია საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ახორციელებს. საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა. "სახელმწიფო ვალდებულებებს  გეგმის მიხედვით ასრულებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა არ ყოფილა ამ პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი. პირველი ნაწილი უკვე წარმოდგენილია 2 ოქტომბერს კი,...
12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერების ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები. გარდა ამისა, ელექტრონული მუსიკის თანხლებით სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყობა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე პირველად 2000 წლის 12 აგვისტოს აღნიშნეს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სხვადასხვა ასაკის ადამიანების პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტისკენ. ასამბლეა ურჩევს საზოგადოებას...
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში - ლაგოდეხში, რუსთავში, მცხეთაში, ხაშურში, ახალქალაქში, ლანჩხუთში, ონში, ზესტაფონში, ფოთსა და ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების სწავლება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მედია-კლუბის წარმომადგენლები, ექსპერტებთან ერთად, ათივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. პროექტი, რომელიც ამ ათ მუნიციპალიტეტში განხორციელდება, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში...
ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე წყალგაყვანილობაზე მომუშავე ორი მუშა თხრილში ჩავარდა და დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშები საკანალიზაციო არხს თხრიდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ -ერთი მამაკაცი მალევე ამოიყვანეს, ხოლო მეორის ამოყვანას სამაშველო სამსახური დასჭირდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია. დაშავებული მუშები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქობულეთის ზღვის სანაპიროზე 30 საშხაპე და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი გასახდელები დამონტაჟდა. ინფორმაციას tv25 ავრცელებს. საპლაჟო ინფრასტრუქტურა საავადმყოფოს უბანში, ასევე, ფიჭვნარში მოეწყო. კონსტრუქციების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში გავლენიანი მედიაგამოცემების VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel ჟურნალისტები იმყოფებიან და ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. გარდა ამისა, მოწვეულები არიან The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის ინსტაგრამ ინფლუენსერები, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის...
წინა სტატია ზუგდიდის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებით საზოგადეობრივი ტრანსპორტის შეძენასთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD)“, - ამბობენ ზუგდიდის მერიაში. ცნობისთვის, მაისის თვეში ზუგდიდში 8 ახალი ავტობუსი ეტაპობრივად შეიყვანეს და ახალი ავტობუსები ქალაქის პარალელურად, მუნიციპალიტეტის სოფლებს ემსახურება. საერთო ჯამში კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტოპარკი 2019 წელს გამოშვებული 15 ახალი...
გურჯაანის მერიის დელეგაცია 7-10 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ქალაქ კუუსალუში მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, მერიის დელეგაცია შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართავენ. მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილის განმარტებით, დელეგაციის წევრები გაეცნობიან სამთავრობო სტრუქტურას, ღვინის ინდუსტრიას და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. "მათთან ერთი წლის წინ მოვაწერეთ ხელი მეგობრობის მემორანდუმს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უკვე...
გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 200-ზე მეტი პირი მიიღებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "მეღვინეობის მუნიციპალიტეტმა ფესტივალისთვის მზადება უკვე აქტიურად დაიწყო, რომელიც სტუმრებს განსხვავებული, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, მრავალფეროვანი და თავშესაქცევი გარემოთი უმასპინძლებს ახტალის პარკში”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ომის ვეტერანები გორის მერიისგან გაზრდილ ფულად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პროექტი საკრებულოს გაუგზავნეს. წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი. პროექტის მიხედვით, ფულადი დახმარება სამამულო ომის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანებისთვის გაიზარდა. კერძოდ, ისინი ყოველი წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, იღებენ ასევე 300 ლარს - 9 მაისთან დაკავშირებით 300...
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს,- ამის შესახებ "რადიო მოზაიკას" სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა. "ხელშეკრულების ვადა ამოგვეწურა და ისევ გაგვიგრძელდება თუ არა, ჯერ არ ვიცით", - ამბობენ სააგენტოში. თანამშრომლებთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს, რომელიც წელს პირველად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვებზე დაყრდნობით დაიწერება და ასევე პირველად ექნება "პროგრამული ბიუჯეტის“ სახე, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ავცხადებენ. მათივე ცნობით, პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გორის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნით, გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების, ხარჯებისა და შემოსავლების, ასევე, ძირითადი...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენს რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სოფელს წყალი განრიგით აქვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მოსახლეობა საჯაროდ წყლის პრობლემაზე საუბარს ერიდება, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სასმელი წყალი არ მოდის. ეზოში მოსავლის მორწყვაზე კი ლაპარაკი ზედმეტია. "ოთხი დღის განმავლობაში სადღაც ერთი საათით მოვიდა მხოლოდ წყალი, ისიც ისე ცოტა მოდიოდა, რომ ერთი "ბაკის“ ავსება მოვახერხე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ