გორის მერიამ შშმ ვეტერანებისთვის დამატებით 200 ლარი გაითვალისწინა

798

ომის ვეტერანები გორის მერიისგან გაზრდილ ფულად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პროექტი საკრებულოს გაუგზავნეს. წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

პროექტის მიხედვით, ფულადი დახმარება სამამულო ომის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანებისთვის გაიზარდა.

კერძოდ, ისინი ყოველი წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას მიიღებენ.

აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, იღებენ ასევე 300 ლარს – 9 მაისთან დაკავშირებით 300 ლარს იღებდნენ. ასევე, 300 ლარს – 26 მაისთან დაკავშირებითაც. სულ მთელი წლის განმავლობაში 600 ლარს.

ცვლილების შედეგად ჯამში ვეტერანები წლის განმავლობაში 800 ლარს მიიღებენ.