ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე წყალგაყვანილობაზე მომუშავე ორი მუშა თხრილში ჩავარდა და დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშები საკანალიზაციო არხს თხრიდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ -ერთი მამაკაცი მალევე ამოიყვანეს, ხოლო მეორის ამოყვანას სამაშველო სამსახური დასჭირდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.
დაშავებული მუშები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.