ჩუღურეთის რაიონში 7 მისამართზე წყალარინების ქსელს აკეთბენ

588

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში შვიდ მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, წყალარინების სისტემას აღმაშენებლის N69-ში, მაზნიაშვილის N35-ში, ჩუბინაშვილის N4-ში, ბაქოს N4-ში, კახიძის N10-ში, ჯავახიშვილის N75-ში, უზნაძის N91-სა და ბაქოს N4-ში აკეთებენ.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში მსგავსი ტიპის სამუშაოები 13 მისამართზე უკვე განხორციელდა.