ჩუღურეთის რაიონში 4 მისამართზე სკვერი ეწყობა

1507

ჩუღურეთის რაიონში, ოთხ მისამართზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყობა.

როგორც ჩუღურეთის გამგეობაში აცხადებენ, სკვერი გროზნოს N11ა მიმდებარედ, მეუნარგიას N58-ში, 9 ძმის N10-ის მიმდებარედ და უზნაძის N68-ში მოერყობა.

“მეუნარგიასა და გროზნოს ქუჩებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო 9 ძმისა და უზნაძის ქუჩებზე სკვერის მოწყობის სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება”, – განმარტავენ გამგეობაში.