წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეთანხმება, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს. მათ არ მოსწონთ სარეკლამო ტექსტის რეგულირება, რომლის მიხედვითაც ნეგატივზე კამპანიის მხოლოდ 25% შეიძლება იყოს აგებული. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"წარმოდგენილი ვარიანტი, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არის ჩვენთვის მისაღები და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული წინადადებები, როგორ შეიძლება...
წინა სტატია
შპს "სტრადა", რომლისგანაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეცტექნიკა იყიდა, რუსული კომპანია "გაზ-ჯგუფის" ოფიციალური წარმომადგენელია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შპს "სტრადა" სერვისულ-გამსაღებელი ქსელი "გაზის" ოფიციალური მონაწილეა და საქართველოს ტერიტორიაზე "გაზი-ს" ავტომობილების რეალიზაციის, ტექნიკური საგარანტიო და გარანტიის შემდგომი შეკეთების უფლება აქვს.
აღნიშნული კომპანია რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, ილიიჩის გამზირზეა რეგისტრირებული.
ცნობისთვის, გორის მერიამ დასუფთავების 6 ახალი სპეციალური მანქანა შეიძინა, დღეიდან კი...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის სკოლამდელი დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 124 013 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნული სკოლამდელი დაწესებულების დირექტორის, მაია უკანწყაროელის ინფორმაციით, სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.
"რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, ოქტომბრიდან საშუალება გვექნება უფრო მეტი აღსაზრდელი მივიღოთ", - აცხადებს მაია უკანწყაროელი.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში 24 წლიანი ლოდინის შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღი 2016 წელს გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ...
ხობის სოფრელ შუა ხორგაში ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შენობაში ამბულატორია და ბიბლიოთეკაა განთავსებული.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 49479 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზუგდიდი-ანაკლიის მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისი იმოძრავებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"აქამდე ბოლო რეისი ანაკლიიდან 19.10 წუთზე მოდიოდა, ხვალიდან 22.00 საათზე გამოვა, თუმცა ეს დრო, შესაძლოა, გადაიხედოს მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ. ამ დროისათვის ახალი ავტობუსი ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე 9 ბრუნს აკეთებს“, - განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში 792 000 ლარი დაიხარჯება.
განსახორციელებელ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია და სხვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 010 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები 20 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში.
პროექტით გათვალისწინებულია: სკოლებში საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების, სველი წერტილებისა და ეზოს კეთილმოწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლებში სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს და ბოლო 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება, რისთვისაც 81 200 ლარი დაიხარჯა.
სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ პირველად ამოქმედდა ბავშვთა კვების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის 80 ლარის ოდენობით, ბავშვთა ხელოვნური კვების...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი National Geographic-ის სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe-ის" მთავარ რედაქტორს ჯასტინ კავანას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კავანა თუშეთის, კახეთისა და ყაზბეგის რეგიონებს მოინახულებს, გარდა ამისა ესტუმრება...
სამტრედიის N2, N3 და N4 საჯარო სკოლებში წესრიგდება სველი წერტილები, ხოლო N11 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.
წელს სამტრედიის სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარია გათვალისწინებული.
სამტრედიაში თევზაძისა და გრიბოედოვის ქუჩის გზის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის 860 გრძივ მეტრზე დაგებაც მიმდინარეობს.
სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საკრებულოში პლაკატები - "გახარია წადი“, მიიტანეს. ამასთან, წითელი ბარათებით დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება.
"სხდომაზე მივიტანეთ პლაკატები წარწერით "გახარია წადი", კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ განვითარებული მოვლენები...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის მოსახლეობა მალე ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სოფლამდე მისასვლელი 3,2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე 1 243 999 ლარი დაიხარჯება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული.
ქალაქ სიღნაღში გოძიაშვილის, სარაჯიშვილი-ვაჟა ფშაველას დამაკავშირებელი და გორგასალის ქუჩის გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ყველა ქუჩაზე მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამივე ქუჩაზე ორი ფენა ასფალტობეტონის გზის საფარი დაიგება. გოძიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ოცდაათი წლის მანძილზე არ ჩატარებულა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
სიღნაღის გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომელზეც 330 258 ლარი დაიხარჯება.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე სოფელ კახათის და აბასთუმნის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მანანა მებონიამ და ედიტა კოდუამ განაცხადეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას სოფლების საჭიროებებს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ქალაქში ახალი, ინოვაციური პროექტები ხორციელდება, რაც შეეხება წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემის აღდგენას, ვიცით რამდენი იხარჯება, მაგრამ ამის საჭიროება სოფლებსაც აქვს“, - განაცხადა ედიტა კოდუამ.
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ მაჟორიტარებს სურვილი აქვთ თავიანთ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 6 ახალი დასუფთავების სპეციალური მანქანა შეიძინა. სამი ერთეული მცირე ტევადობის ნაგვის გასატანი, ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს „სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.
„კეთილმოწყობის სააგენტოს“ მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით,“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა...
13-დან 18 აგვისტომდე, "DMO - Visit Kakheti-ს" გერმანიის "Schwäbische Albverein“ გაერთიანებიდან ექსპერტები ეწვევიან. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში "DMO – ვიზიტი კახეთი “ ექსპერტების დახმარებით კახეთის რეგიონში საფეხმავლო ბილიკების მოწყობაზე იმუშავებს.
პროექტი "გერმანიის საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ)" ერთად, "ცოდნის ტრანსფერი ტურიზმის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტში და რეგიონში – ტურისტული ნაყოფიერების გაზრდა ტრანსნაციონალური სწავლების გზით განხორციელდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































