გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 6 ახალი დასუფთავების სპეციალური მანქანა შეიძინა. სამი ერთეული მცირე ტევადობის ნაგვის გასატანი, ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს „სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.
„კეთილმოწყობის სააგენტოს“ მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით,“ – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ახალი სატრანსპორტო საშუალებების პრეზენტაციისას.
ქუჩის მოსარეცხი მანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. შესაბამისად ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს, შეუძლია როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა.
მერიამ ექვსი ახლადშეძენილი სპეცმანქანა ექსპლუატაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობი სააგენტოს“ გადასცა.