თეთრიწყაროს სოფელ შავსაყდრის მოსახლეობა მალე ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს

630

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის მოსახლეობა მალე ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სოფლამდე მისასვლელი 3,2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე 1 243 999 ლარი დაიხარჯება.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული.