გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდს ონლაინ პეტიციის ღილაკი დაემატა. გორის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით უკვე შესაძლებელია.
"ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდს (gori.mun.gov.ge) პეტიციის ღილაკი დაემატა, რომლის მეშვეობითაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ჯგუფს - რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 1% პროცენტს (1 120 ამომრჩეველი) უფლება აქვს წარადგინოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები, კონკრეტული წინადადებები,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ სოფელ დისველში - ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში - ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინით შეამკეს.
ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭათ....
წინა სტატია
2020 წლის არჩევნებზე მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პარტიების დაფინანსების მოდელი უფრო სამართლიანი გახდება და ყოველი პარტია დაფინანსებას არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებს.
"შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს...
ახალქალაქში ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძარს, რომლის გალავანშიც ადგილობრივებმა საქეიფო ფანჩატური მოაწყეს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ, შესაბამისმა კომისიამ უკვე იმსჯელა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალქალაქში, ცხრაწყაროს უღელტეხილთან მდებარე XIII-XIV საუკუნის ჭერულას ტაძრისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესაბამისმა კომისიამ აგვისტოს პირველ კვირას იმსჯელა. მისი გადაწყვეტილებით, ტაძარი უძრავი ძეგლის სტატუსს მიიღებს.
"კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება. ჯერ...
წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.
"მამია ფანცულაია ამ სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის...
2008 წლის აგვისტოს ომიდან თერთმეტი წელი გავიდა. ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სიღნაღელი ექიმი, გიორგი აბრამიშვილი დაიღუპა.
სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა გოგა აბრამიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად მისი საფლავი მოინახულეს და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჰოსპიტალის დაბომბვის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და სამი შვილი (ტყუპი ქალიშვილი და...
რუსთავში ფასადებისა და ამასთან, 2 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია კოსტავას გამზირზე დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფასადების აღდგენა-რეაბილიტაცია, დაზიანებული აივნების აღდგენა,
დეკორატიული და ფუნქციური ელემენტების დამატება, დეკორატიული განათების მონტაჟი. სამუშაოების დასრულება იგეგმება ოქტომბერში.
გარდა ამისა, დაწყებულია გარეჯის ქუჩისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარის, სანიაღვრე ქსელისა და ბეტონის ბორდიურების მოწყობა ხდება. საპროექტო გზის საერთო ფართობი -...
წინა სტატია
კურორტ აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი სექტემბერში გაიხსნება. ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე იურიდიული მისამართის შეცვლის პროცედურები მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა ცენტრს ამ დრომდე არცერთი პაციენტი მიუღია. როგორც, მისი დირექტორი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, ვიდრე იურიდიულ პროცედურები არ მოგვარდება, სარეაბილიტაციო ცენტრი არც გაიხსნება და ვერ პაციენტს მიიღებს.
„შენობის ექსპლუატაციაში შეყვანამდე, იგი „ქართუ ფონდმა“, ცენტრი უნდა გადასცეს სახელმწიფოს,...
11 წლის წინ 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა:
გელა ჭედია - მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური;
პაატა კოპალიანი - მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი;
გიზო წულაია - გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი;
ბესიკ ხულორდავა - შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს ოფიცერი, ლეიტერნანტი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად...
სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პლაკატები – “გახარია წადი” მიიტანეს
სამტრედიის საკრებულოს ოპოზოციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოს სხდომაზე პლაკატები "გახარია წადი" მიიტანეს. წითელი ბარათებით დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ოცი ივნისის მოვლენები და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე შინაგა საქმეთა მინისტრი არ გადადგება.
"სხდომაზე მივიტანეთ პლაკატები წარწერით "გახარია წადი", კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ განვითარებული მოვლენები და...
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოების გამო მრავალწლოვანი ხეები დაზიანდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ჭადრის ხეებს საგზაო სამუშაოების გამო ფესვები ნაწილობრივ გადაჭრილი აქვს. ხეები რამდენიმე თვეა, რაც დაზიანებულია. მოქალაქეები მერიას დროულ რეაგირებას თხოვენ.
"მრავალწლოვანი ჭადრები ცაშია გამოკიდებული. ფესვები დაზიანებული და ღია სივრცეშია. ეს ყველაფერი საგზაო სამუშაოების გამოა, მაგრამ რატომ არ ფიქრობენ, რომ ამდენი ხნით ამ მდგომარეობაში დატოვებული ხეები გახმება. არ...
სამეგრელოში ახალგაზრდების მიერ შემუშავებული 4 იდეა დაფინანსდება, რომელიც გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული. უკვე ცნობილია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (სენის) ინიციატივით შექმნილი "მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეების იდეები, რომლებიც დამუშავების შემდეგ დაფინანსდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ახალგაზრდების სამეგრელოსთან დაკავშირებული ხედვები დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს.
"მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეები არიან სტუდენტები საქართველოს 5 უნივერსიტეტიდან, მათ შორის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას ინტეპრესნიუსი ავრცელებს.
როგორ აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ილია ვერძაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის რეგულირებას უკავშირდება.
"შესაბამისი დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების...
წინა სტატია
თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც კომპანია “ნილთან”, რომელიც ბაღებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება გაწყდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაგა-ბაღებს თავადვე უწევდათ საკვებზე ზრუნვა, 27 მაისიდან 1 ივლისამდე კი მათ კომანია "მზიური" ამარაგებდათ. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
ახალი სასწავლო წლისთვის კი მერიამ სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 17 მილიონი ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის მასშტაბით არსებულ...
სვანეთში, სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის, კათედრის პროფესორ ზვიად კვიციანის განცხადებით, სოფელ ბოგრეშში იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, სადაც გათხრები ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, ბოლო დღეების განმავლობაში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნამოსახლარი. მათ შორის იატაკი, ასევე ორნამენტებიანი კერამიკა, რომლითაც ნამოსახლარისთარიღი დგინდება.
პირველ არხთან საუბარში არქეოლოგი ზვიად კვიციანი ასევე ყვება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოგრეშში ამ ტერიტორიაზე გასულ წლებში...
სტატიის გაგრძელება
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა.
"ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































