გორის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით უკვე შესაძლებელია

1331

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდს ონლაინ პეტიციის ღილაკი დაემატა. გორის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით უკვე შესაძლებელია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდს (gori.mun.gov.ge) პეტიციის ღილაკი დაემატა, რომლის მეშვეობითაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ჯგუფს – რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 1% პროცენტს (1 120 ამომრჩეველი) უფლება აქვს წარადგინოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები, კონკრეტული წინადადებები, ან მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტისთვის (ან/და დასახლებისთვის) საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტისა.

საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის სპეციალური პროგრამის მეშვეობით”, – აცხადებენ მერიაში.