წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის სკოლას აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

1259

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.

“მამია ფანცულაია ამ სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად, ასევე, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა”, – აცხადებენ სამინისტროში.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი…

Posted by განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო on ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2019

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1 045 სამხედრო მოსამსახურე იყო.