რუსთავში კოსტავას გამზირზე ფასადებს არემონტებენ

930

რუსთავში ფასადებისა და ამასთან, 2 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია კოსტავას გამზირზე დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფასადების აღდგენა-რეაბილიტაცია, დაზიანებული აივნების აღდგენა,
დეკორატიული და ფუნქციური ელემენტების დამატება, დეკორატიული განათების მონტაჟი. სამუშაოების დასრულება იგეგმება ოქტომბერში.

გარდა ამისა, დაწყებულია გარეჯის ქუჩისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარის, სანიაღვრე ქსელისა და ბეტონის ბორდიურების მოწყობა ხდება. საპროექტო გზის საერთო ფართობი – 29 475 კვ/მ და საერთო სიგრძე 1 350 მეტრია. სამუშაოები დასრულდება აგვისტოს ბოლოს.