ქოშიგორას დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ამორტიზებულ საფარს, მოეწყო მიწის ვაკისი და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. მათივე ცნობით, სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა. პროექტის განხორციელებისთვის 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. თბილისის მერმა ქოშიგორას დასახლებაში ახლადრეაბილიტირებული შიდა გზები...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. კერძოდ, მათივე ცნობით, საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით, კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა. „ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული...
ბათუმის ნავსადგურის შესასვლელში საპროტესტო აქცია „არა ქიმიურ ტერმინალს“ გაიმართა. საზოგადოება „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“, რომელსაც პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ კარავი აქვს გაშლილი, ნავსადგურში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობას ეკოლოგიურ საფრთხედ მიიჩნევს და მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ მათ მოთხოვნას ნავსადგურის თანამშრომლებიც უერთდებიან. „ჩვენ გაზაფხულზე კარავიც დავდგით პროტესტის ნიშნად, თუმცა ხელისუფლებამ გვთხოვა, საკურორტო სეზონზე ეს ნეგატიურად აისახებაო, დათმობაზე წავედით და კარავი ავიღეთ, არ...
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შემდეგ იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს", - ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში. "ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ. იოსებ მაკრახიძე ბიზნესს პარლამენტის წევრად არჩევამდეც ეწეოდა: მისმა კომპანიებმა 2014-2016 წლებში სახელმწიფო...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გარეგანათების მოწყობა ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. ამ პროგრამით 24 სოფელია არჩეული:ზედა და ქვედა საირმე, აჭარა, წიფერჩი, ზარაგულა, ზედააღვი, ქულბაქი, ჩქუმი, ზედა და ქვედა ლუხვანო, ცოყურეში, გვესო, ბარდნალა, დეხვირი, მახაში, ზუბი, მახურა, დოღურაში, ლასხანა, ლაჯანა, ჩხუტელი, უსახელო, კურცობი, ტვიში, ქორენიში, ორბელი. ძირითადად, აღნიშნულ სოფლებში, გარეგანათების მოწყობა დასრულებულია ან დასრულების პროცესშია. პროექტის საერთო ღირებულებაა 261 500 ლარი.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება, დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია. "სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის", - განმარტავენ სამინისტროში.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზაგარის უღელტეხილზე უერთდება ერთმანეთს, რაჭა-ლეჩხუმის, ქვედა სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოდგენს. „სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი მესტია-კალა-უშგული-ლასდილი-ლენტეხის 52 კმ-იანი გზის ნაწილია. ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების რაოდენობა შეადგენს  3...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით ორი თანამშრომლის აყვანაზე ნებართვას საკრებულოს სთხოვს. როგორც მერიაში ამბობენ, თანამშრომლების აყვანა მძღოლის პოზიციაზე სურთ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მძღოლების რაოდენობა არ არის საკმარისი ობიექტებზე გასვლის გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ევალებათ მძღოლობის ცოდნა და გამოცდილება, მერიას ესაჭიროება დამატებითი...
სტატიის გაგრძელება გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის მოადგილედ პაატა ივანიშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ეკატერინე სუხიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე 22 აგვისტოს დატოვა. ინფორმაციასრადიო მოზაიკა ავრცელებს. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ახალი მოადგილე გამოცდილებითა და კაცობით შეარჩია. "ეს ადამიანი შევარჩია თავისი გამოცდილებით, მენეჯერობით, და კაცობით. სახელმწიფო რწმუნებულის რკომენდაცია მის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ ყოფილა", - აღნიშნა გორის მერმა. შეგახსენებთ, რომ გორის მერის მოადგილის პოსტზე პაატა (პაკო)...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო ამბულატორიების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 სოფელში -  დიდვანში, გუთურში, საჭამიასერში, ჯვარცხმაში, დაბლაციხესა და ნაბეღლავში რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო, ზემო სურებსა და კოხნარში ახალი ამბულატორიები შენდება. ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაციის ჯამური სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 329 874 ლარს შეადგენს.
გორის სოფელ ფხვენისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. 5232 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მ კახა დათაშვილმა აწარმოა. პროექტის მიხედვით განხორციელდა ოთახების კოსმეტიკური რემონტი და მოეწყოგათბობის სისტემა. ამბულატორია 1 200 - ზე მეტ ადამიანს ემსახურება. გორის მერიაში აცხადებენ, რომ 2019 წელს გორის მერია 5 სოფლის - ახალდაბის, ბერბუკის, ძევერის, საქაშეთისა და ფხვენისის ამბულატორიების შენობების რეაბილიტაციას აცახორციელებს. გარდა ამისა, უწყება ტინისხიდში ახალი ამბულატორიის შენობასაც აშენებს. სამუშაოებისთვის...
წინა სტატია თბილისის მერიამ 2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო. დაფინანსებას მიღებენ სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრებისგათვალისწინებით,...
გორის სოფელ ზეღდულეთში სპორტული მოედნის მოწყობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს. გორის მერიაში აცხადებენ, რომ 97 221 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ოქტომბერში დაასრულებს. 2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საზოგადოების მიერ ინიცირებული 2 800 000 ლარის ღირებულების 93 პროექტი ხორციელდება. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდა. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების...
წინა სტატია 1-ლი სექტემბრიდან ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე, მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა შეიზღუდება. ჭიათურის მერიის განცხადებით, პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს მუნიციპალიტეტში და ქალაქის დამტვერიანებას იწვევს, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გადაიჭრა. მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზმა " პეროქსიდული მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მადნის დამშვები და მიმღები მოედანი მოაწყო. ახალი სქემით მადანი ახალაშენებულ მოედანზე დასაწყობდება, საიდანაც ახალ...
ასპინძის მუნიციპალიტეტმა სოფლების ვარძიისა და ოთის ამბულატორიების მშენებლობისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე შეთხვევაში გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ოთისა და ვარძიის აბმულატორიების მშენებლობისთვის ტენდერები პირველად 17 ივლისს 87 730 – 87 730 ლარზე გამოცხადდა. ამბულატორიების მშენებლობის მსურველი მხოლოდ ერთი კომპანია „XXI საუკუნე“ აღმოჩნდა, რომელსაც ორივე ტენდერის შემთხვევაში დისკვალიფიკაცია მიენიჭა იმის გამო, რომ კომპანიამ ხელშეკრულების დადებაზე უარი...
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 15 მაისიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 12 783 გაიცა. ამის შესახებ გორის სათემო რადიო წერს. მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თანხა ძირითადად 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებებზე დაიხარჯა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გორის მერიას ჯამში 8 126 ლარი დაუჯდა. წარმომადგენლობითი ხარჯები ასევე უკავშირდება სოფლებში უფასო სამედიცინო გამოკვლეევებისთვის მოწვეული ექიმების გამასპინძლების, რისთვისაც 311 ლარი დაიხარჯა. ასევე უფასოდ გამართული ჯგუფი "სახეს"...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ