გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 15 მაისიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 12 783 გაიცა. ამის შესახებ გორის სათემო რადიო წერს.
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თანხა ძირითადად 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებებზე დაიხარჯა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გორის მერიას ჯამში 8 126 ლარი დაუჯდა.
წარმომადგენლობითი ხარჯები ასევე უკავშირდება სოფლებში უფასო სამედიცინო გამოკვლეევებისთვის მოწვეული ექიმების გამასპინძლების, რისთვისაც 311 ლარი დაიხარჯა. ასევე უფასოდ გამართული ჯგუფი “სახეს” კონცერტის მოწყობას, რისთვისაც მერიამ 896 ლარი დახარჯა.
საფეხბურთო გუნდის მასპინძლობისთვის კი, ბიუჯეტიდან 1387 ლარი დაიხარჯა.
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, 5 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმებს რამაზანის დღესასწაული მიულოცა და სადილით გაუმასპინძლდა (სადილს ესწრებოდა გორის მერი და 70-მდე მუსლიმი), რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 295 ლარი დაიხარჯა.