გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით ორი თანამშრომლის აყვანაზე ნებართვას საკრებულოს სთხოვს. როგორც მერიაში ამბობენ, თანამშრომლების აყვანა მძღოლის პოზიციაზე სურთ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მძღოლების რაოდენობა არ არის საკმარისი ობიექტებზე გასვლის გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ევალებათ მძღოლობის ცოდნა და გამოცდილება, მერიას ესაჭიროება დამატებითი ორი პირის აყვანა შრომითი ხელშეკრულებით, მძღოლის პოზიციაზე”, – წერია განკარგულებაში, რომელსაც საკრებულო განიხილავს.
აღნიშნული განკარგულებას შესაბამის კომისიაზე განიხილავენ და დადებითი შეფასების შემთხვევაში, კენჭისყრისთვის საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ.