ასპინძის ორ სოფელში ამბულატორიების მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა

618

ასპინძის მუნიციპალიტეტმა სოფლების ვარძიისა და ოთის ამბულატორიების მშენებლობისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე შეთხვევაში გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ოთისა და ვარძიის აბმულატორიების მშენებლობისთვის ტენდერები პირველად 17 ივლისს 87 730 – 87 730 ლარზე გამოცხადდა. ამბულატორიების მშენებლობის მსურველი მხოლოდ ერთი კომპანია „XXI საუკუნე“ აღმოჩნდა, რომელსაც ორივე ტენდერის შემთხვევაში დისკვალიფიკაცია მიენიჭა იმის გამო, რომ კომპანიამ ხელშეკრულების დადებაზე უარი თქვა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორედ ტენდერი, 14 აგვისტოს იგივე თანხაზე გამოაცხდა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 26 აგვისტოს ამოიწურა თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ ტენდერი არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.