ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია: სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლს უტარდება რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებულია: შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის სრული რეკონსტრუქცია, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია, სცენის, ანტრესოლისა და ვერანდის კეთილმოწყობა, ლიფტისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი, წყლისა და კანალიზაციის ქსელის, გათბობისა და კონდენცირების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა და სხვა სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება...
ქალაქ ოზურგეთში, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სიორიძისა და კოსტავას ქუჩებზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლებია, რაც წყალარინების სისტემა არარსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალარინების სისტემით სარგებლობას შეძლებს,...
ხაშურის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ სტუდენტების დაჯილდოებას გეგმავს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100%-იანი გრანტი (არ იგულისხმება უფასო ფაკულტეტები და ჩაბარების შემდგომ მოპოვებული შიდა გრანტი) მოიპოვეს, - აცხადებენ ხაშურის მერიაში. მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ: პირადობის მოწმობის ასლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, საბანკო...
გორში მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. "მოსახლეობას ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო აღარ შეექმნება. ქუჩის მთელ პერიმეტრზე ასფალტბეტონის გზის საფარი, სანიაღვრეები, ტროტუარები, ბორდიურები და ეზოში შესასვლელები მოეწყო", - აცხადებენ გორის მერიაში. მათივე ცნობით, ქუჩის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ჯამში 409 029 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა“ შეასრულა.
წინა სტატია ხონის მუნიციპალიტეტში ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მდინარე მეჭიაზე ახალ სახიდე გადასასვლელს, კიუვეტებს, გაბიონებისა და საყრდენ კედლებს აშენებენ. აღნიშნული გზით კი, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ერთმანეთს უმოკლესი მანძილით დაუკავშირდებიან. "პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, ვინაიდან შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან...
ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი სრულად იცვლება, ამასთან, რემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, მუსიკის დარბაზი, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები და ეწყობა ადმინისტრაციული და სხვა აუცილებელი ოთახები. გარდა ამისა დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. მათივე ცნობით, პროექტი შენობის ფასადის რეაბილიტაციას, ეზოს კეთილმოწყობას და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობასაც ითვალისწინებს. "გასული საუკუნის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში, მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ნებოძირსა და ჭარტალში სასაფლაოების შემოღობვა მიმდინარეობს. დაიწყო ასევე, სოფელ დეისში სარიტუალო სახლის შეკეთება, რისთვისაც მასალები უკვე შეძენილია. სოფელ ვარძიაში, კერძოდ, მეხუთე უბანში მიმდინარეობს სანიაღვრე არხის კაპიტალური მოწყობა, რომლის საშუალებითაც ცენტრალურ გზაზე ჩამომავალ ნიაღვარს მიეცემა მიმართულება და ბააკაშვილების ოჯახს ააცილებს ყოველი წვიმის დროს შექმნილ პრობლემებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე, „დედა ღვთისა“- ს ტაძართან...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში და სოფელ აგარაში ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის თანახმად, ორივე სოფელში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობები აშენდება და მიმდებარედ არსებული ეზოები კეთილმოეწყობა. სოფელ თისელში ამბულატორიის მშენებლობას 80 340, ხოლო სოფელ აგარაში 95 648,44 ლარი მოხმარდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი ეწყობა სასოფლო გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე. ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, რომ ხონის გზის რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება ვადების დაცვით ვერ შეასრულა. ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტუქტურის მშენებლობა ხონში აქტიურ ფაზაშია და გზის დაგება ერთ თვეში დასრულდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივებს ბოდიშს უხდის, "მათგან ...
წყალტუბოს სოფელ გეგუთში, ვარციხ-ჰესის დასახლებაში, მრავალბინიანი სახლის სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად ითხოვდა. სამუშაოებს შპს. „ქუთაის წყალმშენი ახორციელებს“, ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 699 ლარი იხარჯება. მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს ქალაქ წყალტუბოში, ნინოშვილის და ავალიანის ქუჩებზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90869 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს. „მიმდემი“ ახორციელებს. სამუშაოები დღეს წყალტუბოს...
წინა სტატია 13 სექტემბერს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადების ავტორებთან სამუშაო შეხვედრა იგეგმება, რომლის მთავარი მიზანი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიმოხილვა იქნება, - აცხადებენ სიღნაღის მერიაში. მათივე ცნობით, შეხვედრა სიღნაღის მერის პირველი მოადგილის მადონა ბატიაშვილის სამუშაო ოთახში გაიმართება, რომელსაც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. "იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროექტის ავტორი ვერ შეძლებს შეხვედრაზე დასწრებას, მისთვის დაინიშნება ალტერნატიული...
საჩხერის 2 სოფელში - ჭალასა და პერევში გზები კეთდება. სოფელ ჭალაში 1 000 მეტრამდე სიგრძის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის ზედაპირის მოსწორება დასრულებულია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სოფელ პერევში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარიტუალო დარბაზიდან სოფლის დასასრულამდე მიმავალ საავტომობილო გზის 2 400 მ-ზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის გარდა ასევე ეწყობა...
ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობა ხდება. თითოეული საბავშვო ბაღი 30 - 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. ასევე ქალაქ ვანში რემონტდება ჭავჭავაძის N42-ში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში ფართი N2 საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით. სარეაბილიტაციო სამუშაოებია მთისძირის საბავშვო ბაღშიც. ვანის N2 საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს, ხოლო მთისძირის 120 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტების ჯამური ღირებულება 541 950 ლარს...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული 118 პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 690 ათასი, სოფელ ნახშირღელეში კი -27 264 ათასი ლარი დაიხარჯა. საერთო კრებაზე, რომელიც ნახშირღელის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა, მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტებიდან შეირჩა შემდეგი: სოფელ ნახშირღელის ცენტრალურ გზაზე არსებულ ბოძებზე გარე განათების მოწყობა და სოფელ ნავენახევში სასმელი წყლის წყაროს რეაბილიტაცია. 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციულ შენობაში ადაპტირებული ლიფტის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. ადაპტირებული ლიფტის შესყიდვა - მონტაჟის ფინანსური უზრუვველყოფა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც 64 000 ლარია გამოყოფილი. არსებული პროექტის მიხედვით, სამსართულიან შენობაში, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოა განთავსებული, ადაპტირებული ლიფტით 1 დან - მე -3 სართულამდე იქნება გადაადგილება შესაძლებელი. როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, ადაპტირებული სივრცე ყველას თანაბარ შესაძლებლობას მისცემს,...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის სამუშაოების ფარგლებში, ამბულატორიების რეაბილიტაცია ზემო მაჩხაანსა და გამარჯვებაში მიმდინარეობს, სკოლების- ქალაქ დედოფლისწყაროსა და არბოშიკში, საბავშვო ბაღის კი - არხილოსკალოში. გარდა ამისა, ტრენაჟორები ეწყობა სოფელ მირზაანში, ბავშვთა გასართობი სკვერი - ზემო მაჩხაანში, ვაჟა-ფშაველას სკვერი კი ქვემო ქედში, ხოლო ქალაქ დედოფლისწყაროში საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ