გორში მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
“მოსახლეობას ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო აღარ შეექმნება. ქუჩის მთელ პერიმეტრზე ასფალტბეტონის გზის საფარი, სანიაღვრეები, ტროტუარები, ბორდიურები და ეზოში შესასვლელები მოეწყო”, – აცხადებენ გორის მერიაში.
მათივე ცნობით, ქუჩის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ჯამში 409 029 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა“ შეასრულა.