ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში და სოფელ აგარაში ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის თანახმად, ორივე სოფელში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობები აშენდება და მიმდებარედ არსებული ეზოები კეთილმოეწყობა.
სოფელ თისელში ამბულატორიის მშენებლობას 80 340, ხოლო სოფელ აგარაში 95 648,44 ლარი მოხმარდება.