სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა მოინახულა. კონსტანტინე თავზარაშვილი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პროცესის მიმდინარეობის დეტალებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას რადიო მოიზაკა ავრცელებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 18 ათას ლარს იღებს. სამშენებლო ტრესტი #3 -ის წარმომადგენელი, ვახტანგ ყანჩაველი ამბობს, რომ სამუშაოები ზამთრის პერიოდს ემთხვევა და მერიას ურჩევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ორი თვით გადაწიოს. "ხელშეკრულების მიხედვით...
გორის ზოგიერთ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს შუადღით არ აძინებენ. როგორც ირკვევა, მიზეზი საწოლების არასაკმარსი რაოდენობაა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პრობლემა ძირითადად ქალაქის ცენტრში მდებარე ბაღებში არსებობს. მშობლები ამბობენ, რომ ჯგუფში მხოლოდ წინა წელს მიღებულ აღსაზრდელებს აძინებენ, რადგან წელს დამატებული აღსაზრდელებისთვის საწოლების საჭირო რაოდენობის არ არის. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ საბავშვო ბაღებში საწოლების რაოდენობის კუთხით პრობლემებია, თუმცა...
ქუთაისის მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოსტზე მირზა მამასახლისის კანდიდატურა შეირჩა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, მამასახლისმა გასაუბრების წარმატებით გავლის შესახებ პასუხი უკვე გაეგზავნა. იგი კომისიამ 5 მსურველს შორის შეარჩია. მამასახლისს დამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრატურა, ასევე, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (პროფესია ბიზნეს სამართალი), დოქტორანტურა და  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (პროფესია საჯარო მმართველობა). 2010 - 2013 წლები  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია პრეზიდენტად...
პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კოდექსის გადახედვას მოითხოვს. პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს. წულაიამ 21 სექტემბერს ქუთაისში ყოფილი ციხის შენობასთან ბრიფინგი გამართა და მილიონობით ლარის ქონების განადგურება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ყოველ კვირაში მიტოვებულ შენობებთან მივალთ და მილიონობით  ლარის ქონების განადგურებას გავაპროტესტებთ. ამჯერად, ყოფილი ციხის შენობასთან მოვედით, რომელიც...
წინა სტატია მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერიის გამოცხადებული 62 ათასი ლარიანი ტენდერი არ შედგა, მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ამჯერად, გამოცხადებული ტენდერის თანახმად  მერია მაღალი გამავლობის ორ ავტომობილში 69 000 ლარს გადაიხდის. ცნობისთვის, ქუთაისის მერიის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერი არ შედგა, რადგან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მსურველმა მიიღო, მაგრამ მას მერიამ დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. გარდა ამისა, ქუთაისის...
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მეუღლე სკოლის დირექტორად ინიშნება. თამთა ფოფხაძე ახლადრეაბილიტირებული მე-13 სკოლის დირექტორად განიხილება. გამოცემა "ნიუპრესის" ინფორმაციით, თამთა ფოფხაძე უკვე იმყოფებოდა სკოლაში და თანამშრომლებს შეხვდა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამთა ფოფხაძემ ამ დრომდე მათ თანამშრომლად რჩება. წინა წლებში თამთა ფოფხაძე ა(ა)იპ "ბაგა ბაღების გაერთიანებაში" მუშაობდა, მას შემდეგ რაც გიორგი ჭიღვარია მერობის კანდიდატი გახდა, ფოფხაძე სამხარეო ადმინისტრაციაში გადაიყვანეს. და ის ადგილობრივი თვითმმართველობის...
ქუთაისში 161 საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელს პედაგოგის სტატუსი ოქტომბრის შუა რიცხვებში შეუწყდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ისინი წინსწრებით ორი წლის ხელფასს აიღებენ. მასწავლებლის ჯილდოზე განცხადება ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან 27 სკოლის 161-მა პედაგოგმა შეიტანა. სკოლას უმეტესად ქართული ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი განათლების, მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგები ტოვებენ. გათავისუფლებულ ადგილებზე ქუთაისის საჯარო სკოლებში სულ...
წინა სტატია ვაკის რაიონში ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სპორტული მოედნის საფარი, გულშემატკივრების ტრიბუნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, მოიხატა სტადიონის მიმდებარედ არსებული კედელი. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა - ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ფეხით სავალი ბილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოების...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ღია ფორმატის შეხვედრებს მართავენ. როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები. მათივე ცნობით, ამჯერად შეხვედრა სოფელ წინწყაროსა და ქოსალარის მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად სასმელ...
ქალაქ გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 316 154 ლარს შეადგენს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა, ასევე, სოფელ კაჭრეთშიც მიმდინარეოსს. https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality/posts/2369794256449725?__xts__=68.ARD4CgJFf-gy757I1Rqkp1gkRYN-2sn_hv328B4r3y7v1qSSwg0zulKv_0FwaVCgSXKzJImwK7aIUJEH-8R-YoRUDYmegxGMbZdwgS7NE5peA1_wOrt9cyGZHGenu736WK1O6sQ7rHWAfK4I-4RtWi-XjdRbaMwvKDWpb30vYYNywYNAVCx73rcOdQBTAOr1Q8Dh6qwLTZdAYgR8SBq0R5Qg5eALp00Vxg0X5yx0y60rAeMpEpp8oMhtfOwoKghJyDbHPlqifE1enReWFfwgKkX6SLjxEVRb_QfbgOmMfC-iKif0aUh1mcFdY95NHTY2H3GSlqD9lOkZV0zDrZo1ASq3JV5uEGQvNMgYtmVW7k93n2PEnMUM2wJk61El9gc7c4vP9vNRGBeuVY8vjiJypSPLxa4FKhtniRCQBtaiqWGeHYKMZSwPiOKqYQjzdVKqJyD0oZT9YKcWDElRHa1U&__tn__=-R
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე კი ძირითადად იტალიაში გადის, გარდა ამისა იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმის, "ნადი გრუპი“ ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა,...
აჭარაში ორი წლის პერიოდში ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი და დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემისა და გზის გარეშე, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. "ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული.ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება...
უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, შესაბამისად მის „გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას“, რამაც შეიძლება ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს, - ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია "ICOMOS საქართველო“ ავრცელებს. "ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება შემუშავებული პროექტის დარღვევით. მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები (როგორიცაა ცემენტის...
სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე ადამაშვილი თანამოაზრეებს მხარდაჭერას სთხოვს იმისთვის, რომ ბოლნისში სოციალური და კულტურული სივრცე გაიხსნას, სივრცე, რომელიც ბოლნისელ ახალგაზრდებს თავშეყრის, ალტერნატიული განათლების მიღებისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვის შესაძლებლობას მისცემს. შენობა, რომელშიც თორნიკეს ამგვარი სივრცის მოწყობა უნდა, ბოლნისის გერმანული კულტურის ყოფილი მუზეუმია, რომელიც, მრავალი წელია, აღარ ფუნქციონირებს. ამ შენობაში ბოლოს "ბეკოს" მაღაზია იყო გახსნილი, ახლა კი ის 1000 ლარად ქირავდება. სწორედ...
მარტვილის სოფელ ნახუნაოში ადგილობრივმა ზაზა ხარებავამ კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი გააშენა. ნაკვეთი 37 ჯიშის ვაზს აერთიანებს და იგი როგორც თეთრყურძნიან, ასევე, შავყურძნიან ჯიშებს მოიცავს, გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი ძველი ჯიშების აღდგენა-გამრავლებას, როგორიცაა: ჩექობალი, კოლოში, პუმპულა, ეგუძგული, მაჭყვადინა, პანეში, ჩეხარდანი, ტოროკუჩხი, შავი კამური, ოჯალეში და სხვა. "ნერგების უმეტესობა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან წამოვიღე, სადაც ძველი კოლხური ვაზის ჯიშებია დაცული. ამ...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობას იწყებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და კომპანია შპს „ალგეთის“ დირექტორმა შალვა შალვაშვილმა მოაწერეს. შეხვედრას კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი რეზერვუარი და ჭაბურღილი, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს. გარდა ამისა, სოფლის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება შიდა წყალმომარაგების ქსელები. სამუშაოების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ