ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად გამოყოფილი თანხა 7 000 ლარით გაზარდა

821

წინა სტატია

მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერიის გამოცხადებული 62 ათასი ლარიანი ტენდერი არ შედგა, მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ამჯერად, გამოცხადებული ტენდერის თანახმად  მერია მაღალი გამავლობის ორ ავტომობილში 69 000 ლარს გადაიხდის.

ცნობისთვის, ქუთაისის მერიის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერი არ შედგა, რადგან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მსურველმა მიიღო, მაგრამ მას მერიამ დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

გარდა ამისა, ქუთაისის მერიამ ჯიპების შეძენის პარალელურად, კუთვნილი ავტომობილი ჭიათურას გადასცა.