ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე კი ძირითადად იტალიაში გადის, გარდა ამისა იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმის, “ნადი გრუპი“ ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა.