თბილისის მერიის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. მათივე ცნობით, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ გადასცეს. „გვქონდა შესაძლებლობა, ნაძალადევის რაიონში 66 ოჯახისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაგვეცა. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ...
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურე დაწესებულებებისთვის პირველადი რეგისტრაციის ვადები იცვლება. ამ მიმართულებით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. კანონის არსებული რედაქციის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, პირველადი რეგისტრაციის პროცესში...
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT-ჰაბი შეიქმნას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.  მისივე განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან თანამშრომლობენ. "ქუთაისში პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუქნციოდ არის დარჩენილი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ აიტის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი აიტი ჰაბი, არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ინფორაციით, სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. "გარდა იმისა, რომ ყველაფერი მოწესრიგდა, დამატებით მოეწყო გამწვანებული სივრცეები და შეიცვალა თარგების გეგმარება. სამუშაოების ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკე ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარეგანათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაირგო 758 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, მოეწყო სარწყავი...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა. მისი თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. „როგორც იცით, ვაკანტური იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა...
თბილისში, „საახალწლო სოფელი“, 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საახალწლო სოფელი“ 13 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. „მეგობრებო, წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება-როგორც იცით, „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება ორბელიანის მოედანზე და ყოველდღე საზეიმო ღონისძიებებით იქნება დატვირთული. ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციით და ინსტალაციებით. რაც მთავარია, თქვენს პატარებს...
მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე, მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანია ამ კვანძზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადასაადგილებლად. „რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ რიგში, საზოგადოებას ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა მადლობა გადავუხადო. ისინი ამ ხნის განმავლობაში, სარეაბილიტაციო...
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა, შოშხოთისა და ქვაჯვარის მონასტრებისთვის 32 849 ლარის ხე-მასალის გადაცემის საკითხს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 49.9 კუბ/მ.  დახერხილი ხე-მასალა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას  ოქტომბერში სსპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა დეპარტამენტმა უსასყიდლოდ გადასცა. ამ მასალის მონასტრისთვის გადაცემას მხარი ადიგენის საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, შმაგი ბიძიშვილმა განმარტა,  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დახერხილი ხე-მასალის გადაცემის მიზნით ზარზმის მონასტრის...
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომლის ერთ–ერთი ინიციატორი სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილია, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ის საკრებულოს როლს ასუსტებს, რაც მიუღებელია. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი ოპოზიციურ საკრებულოებს კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს ართმევს, ამ გზით ოპოზიციურ საკრებულოებს მმართველი გუნდის დავალებების შესრულება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - ის დაიშლება. კოდექსში ცვლილებების ინიციატორები ადგილობრივი ბიუჯეტის...
ქარელის მუნიციპალიტეტის 24 საბავშო ბაღში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას”  ქარელის ბაღების გაერთიანების უფროსმა განუცხადა. ნინო მეზვრიშვილის თქმით, ბაღებში არდადეგები 16 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს შეწყდება და 16 იანვარს განახლდება.
“მოსახლეობის უმრავლესობამდე ინფორმაციის მიტანის მიზნით, დადგა საჭიროება ფეისბუქის ახალ „მეტა“ ვერსიაში დარეკლამების”, – განმარტავს გორის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში. მერიამ სააგენტოს აღნიშნული მომსახურების გამარტივებული შესყიდვაზე თანხმობა 28 სექტემბერს სთხოვა. სააგენტომ მერიის თხოვნა დააკმაყოფილა. გორის მერია განმარტავს, რომ უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და გავრცელების მიზნით, მიზანშეწონილია საქმიანობის რეკლამირება სოციალურ ქსელ „facebook-ის" მეშვეობით. “ვინაიდან, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური...
შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა. საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა, – ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს:...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სოფელ ლაგვანთაში ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობის და ონში საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. ამბროლაურში...
2022 წლის სოფლის მხარდაჭეის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სარწყავი არხების მშენებლობას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფელბში სარწყავი არხების მშენებლობისათვის სამი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე ასრად მუსაევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სოფლის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში სარწყავი არხის მშენებლობის, ხოლო სოფელ ვერხვიანში და სოფელ ჯანხოში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის...
მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში, გარეგანათება დამონტაჟდება. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრუვმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გარეგანათების მოწყობას მერია 2022 წლის ბიუჯეტით 5 234 ლარად გეგმავს. "შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, მოცემულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს. ნათურებზე გარანტია უნდა გავრცელდეს 2023 წლის 01 ივლისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ ნათურა დაზიანდა, შემსრულებელი ვალდებულია, ფაქტის დადგომიდან და შემსყიდველის მოთხოვნიდან, შემსყიდველის მიერ...
ხაშურის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღში, ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” ხაშურის ბაღების გაერთიანების მმართველმა, ლელა გელაშვილმა მიაწოდა. “არდადეგები დაიწყება 29 დეკემბრიდან, აღსაზრდელები საბავშვო ბაღებში 16 იანვარს დაბრუნდებიან”, – გვითხრა გელაშვილმა. რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებს, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან  დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ