კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი გადადგა. მერებაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ კასპის მერიის პრესსამსახურშიც.
“ვერ გეტყვით მის გადადგომის მიზეზს, არ ვიცი. დღეს მოვიდა, იმუშავა, რაღაც საქმეები ჰქონდა, მერე დაგვიბარა, სადღაც ასე 11-ის მერე შეგვკრიბა თანამშრომლები, გვითხრა, რომ სამსახურს ტოვებდა და მიდიოდა. ჩვენი დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები რაც არის ყველაფერს მიხედეთ, არაფერი ჩააგდოთო, ვინც მოვა და იმუშავებს გვერდით დაუდექით, რომ მუნიციპალიტეტისთვის ყველაფერი კარგად იყოს და წინ წავიდესო. მადლობა გადაგვიხადა თანამშრომლობისთვის და დაგვემშვიდობა. სად მიდის, რატომ მიდის, მაგაზე განმარტება არ გაუკეთებია”, – განაცხადა Droa.ge-სთან საუბარში პრესსამსახურის უფორსმა, დალი კორკომაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას მანუჩარ მერებაშვილი 2017 წლის 12 ნოებრიდან იკავებდა.