ხულოს ყოფილმა მერმა წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა (ვიდეო)

1189

წინა სტატია

როგორც ცნობილია, ხულოს მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც, რომელსაც შემცვლელი გადადგომისთანავე მოუნახეს – ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე. სწორედ ბერიძე შეასრულებს მერის მოვალეობას მერის რიგგარეშე არჩევნებამდე, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.

გოჩა მელაძემ  გადადგომის შემდეგ პირველი კომენტარი TV25-თან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გოჩა მელაძე უკვე მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ერთ-ერთი იყო, ვისი გადადგომის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, მაშინ, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.