სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: მედიაში გავრცელდა თამარ კორძაიას ცრუ ბრალდება, რომლის თანახმად, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს

372

წინა სტატია

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, წევრს, თამარ კორძაიას პასუხობს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მედიაში გავრცელდა თამარ კორძაიას ცრუ ბრალდება, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.

„სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.

გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.

იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.