10 ივნისის პლენარული სხდომის მთავარი საკითხი საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსში" და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს. საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას...
9 ივნისს აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მემორანდუმს ხელი აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ხათუნა საგანელიძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასა და სარეაბილიტაციო-სპორტული პროექტების განხორციელებას. ასევე, დევნილ არასრულწლოვან შშმ პირთა ჩართვას პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათი რეაბილიტაციისა და სპორტის...
"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე, მეორე დოზაზე 14 ივნისიდან განახლდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივნისს "სინოვაკის" ვაქცინის მეორე დოზით რეგისტრაცია დაიწყო. ""სინოვაკის" მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. "სინოვაკის" ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. 1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა . საქართველოში "სინოვაკის" 100 000...
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში დავასრულებთ პანდემიას. მანამდე, ზაფხულს შევხვდებით შედარებით კარგი მაჩვენებლებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ივლისისთვის კოვიდინფიცირების შემთხვევების კლებას უნდა ველოდოთ და გამოიკვეთა მყარი გარანტიები, რომ ივლისის დასაწყისში შემოვა შეუზღუდავი რაოდენობით ვაქცინები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციაზე გადავიდეთ. ,,ჩვენთან პრაქტიკულად შეზღუდვები აღარ არსებობს, დარჩა „კომენდანტის საათი“ ისიც ფაქტობრივად...
შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი და შიმშილობა შეწყვიტა. როგორც პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა. „შევთანხმდით, მოხდა ჩვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება, ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტაცია ხელმოწერით და ამის შემდეგ შეწყდა პროტესტი. ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ნეფარიძემ. ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც ისინი...
"GWP-მა”, ნუცუბიძის პლატოზე, IV მიკრორაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო. "GWP-ის” ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ახლით შეიცვლება 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი. „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, საკვანძო ჭებსა და სახანძრო ჰიდრანტებს მოაწყობენ. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ლეო და ნოდარ გაბუნიებისა...
წინა სტატია ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. „აეროპორტი არის 6-ჯერ უფრო დიდი ვიდრე იყო. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მოვემსახუროთ წელიწადში 2,5 მლნ მგზავრს, ხოლო ერთდროულად გავატაროთ 1200 მგზავრი. განახლებულ აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ გაუმჯობესებული...
თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 1 419 840 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე წინადადებების მიღება 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 6 090 839 ლარია; მაშინ როცა წინა ტენდერით ღირებულება 4 670 999 ლარი იყო. გზის შეკეთების სამუშაოების დაფინანსება 2021–2022 წლების თბილისის ბიუჯეტიდან...
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო 45 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც 14 ივნისს სრულდება, მთლიანად გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება. საიდანაც დიდი ნაწილი 20%-იან და 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება, თუმცა ფასის კლება არ შეხებია, 45 სასოფლო-სამეურნეო მიწიდან არცერთს. გამოცემა "ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს 10 სასოფლო-სამეურეო მიწის ნაკვეთს, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, 1300 გრ/მ საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სამუშაოების პროცესს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტად რჩება, სოფლებში პირველადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მისი განახლება და გათანამედროვება, რათა სოფლად მცხოვრებლებს შეეძლოთ მარტივად გადაადგილება, ჰქონდეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა....
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 480 420 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. დღევანდელი მონაცემებით, ტყვიავში დაახლოებით 950 ოჯახი ცხოვრობს, სულ 2 850 სული. მათ დიდ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება. მოქმედი შიდა გამანაწილებელი ქსელი ამორტიზებულია, არის ხშირი დაზიანებები. პროექტის მიხედვით, თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური წყლის მრიცხველებს დაუმონტაჟებენ. სატენდერო პირობებიდან...
შემდეგი სტატია ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შედეგად, ქუთაისის აეროპორტს ერთიანი ტერმინალი აქვს, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ...
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს. საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, ხორციელდება ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია "ნიუპოვერი„ აწარმოებს. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციალიტეტში გზის მოასფალტების...
მოქალაქეები ბათუმში ხასან ჰელიმიშის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვენ. სამშაბათს მათ აქცია გამართეს. ამბობენ, რომ თითქმის 1 წელია ქუჩაზე საკანალიზაციო მილები გამოიცვალა, ასფალტის საფარი კი ამ დრომდე არ დაგებულა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა, უშედეგოდ. მათ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ წერილობით უპასუხა. უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და გეგმის შესაბამისად, თვის ბოლომდე...
ორგორას მცხოვრებლების თქმით, სოფელში წლებია სარწყავ–სასმელი წყლის პრობლემა და ახლა უკვე პანდემიის პერიოდში შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა აწუხებთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორგორაში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტის გამო მოსახლეობა ნაკვეთებს ვერ რწყავს, სასმელ წყალს კი სოფლის ცენტრში არსებული წყაროდან, ეზიდება. ადგილობრივების თქმით, ორგორაში 50–მდე კომლი ცხოვრობს. ნათესების მცირე ნაწილს ისინი სოფელში არსებული ხევის წყლით, რიგრიგობით...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე ტენდერი 4 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 16 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 370 385 ლარია. მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელ სახლს, ველისციხის თეატრს, მოედანს და...

ბლოგი

ტესტი

როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?

პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ