პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო 45 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც 14 ივნისს სრულდება, მთლიანად გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება. საიდანაც დიდი ნაწილი 20%-იან და 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება, თუმცა ფასის კლება არ შეხებია, 45 სასოფლო-სამეურნეო მიწიდან არცერთს.
გამოცემა “ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს 10 სასოფლო-სამეურეო მიწის ნაკვეთს, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირად ყიდის:
- ბოლნისი, სოფელი ტალავერი – 6 520 000 ლარი, 140 ჰა
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული – 1 444 000 ლარი, 160,3747 ჰა.
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი (ბალბიანი) – 763 000 ლარი, 69,3053 ჰა.
- ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი – 574 000 ლარი, 57,3233 ჰა.
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული – 539 000 ლარი, 48,9684 ჰა.
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული – 534 000 ლარი, 56,1217 ჰა.
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი (ბალბიანი) – 382 000 ლარი, 34,7233 ჰა.
- ქალაქი ბოლნისი – 376 500 ლარი, 23,523 ჰა.
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი – 348 000 ლარი, 31,5826 ჰა.
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი – 307 000 ლარი, 13,3314 ჰა.
ცნობისთვის, აუქციონის წესში განმარტებულია კანონმდებლობის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინა, 2021 წლის რიგით მეორე აუქციონის დროს, 38 მიწის ნაკვეთიდან სახელმწიფო აუქციონზე მხოლოდ 4 გაიყიდა.