მოქალაქეები ბათუმში ხასან ჰელიმიშის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვენ

462

მოქალაქეები ბათუმში ხასან ჰელიმიშის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვენ. სამშაბათს მათ აქცია გამართეს. ამბობენ, რომ თითქმის 1 წელია ქუჩაზე საკანალიზაციო მილები გამოიცვალა, ასფალტის საფარი კი ამ დრომდე არ დაგებულა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა, უშედეგოდ. მათ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ წერილობით უპასუხა. უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და გეგმის შესაბამისად, თვის ბოლომდე ასფალტის საფარიც დაიგება.