ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

575

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 480 420 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

დღევანდელი მონაცემებით, ტყვიავში დაახლოებით 950 ოჯახი ცხოვრობს, სულ 2 850 სული. მათ დიდ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება. მოქმედი შიდა გამანაწილებელი ქსელი ამორტიზებულია, არის ხშირი დაზიანებები.

პროექტის მიხედვით, თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური წყლის მრიცხველებს დაუმონტაჟებენ.

სატენდერო პირობებიდან ირკვევა, რომ სამუშაოები 2022 წლისთვის დასრულდება.