“GWP-მა”, ნუცუბიძის პლატოზე, IV მიკრორაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო.
“GWP-ის” ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ახლით შეიცვლება 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი. „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, საკვანძო ჭებსა და სახანძრო ჰიდრანტებს მოაწყობენ. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ლეო და ნოდარ გაბუნიებისა და მიმდებარე ქუჩებზე 1100-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, – ნათქვამია ინფორმაციაში.