გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე ტენდერი 4 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 16 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
“საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 370 385 ლარია. მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელ სახლს, ველისციხის თეატრს, მოედანს და პარკს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.