ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ავტომოსაცდელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

733

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ავტომოსაცდელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

ახალი გაჩერებები მოეწყო:

თორის ქ. №120-ის მიმდებარედ, მესხეთის ქუჩაზე, სოფელ ჭობისხევში, სოფელ ყვიბისში, სოფელ დაბაში, სოფელ ქვაბისხევში და  სოფელ ტიმოთესუბანში.

პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 37 407 ლარით დაფინანსდა. ავტომოსაცდელების რეაბილიტაცია გასულ წლებშიც განხორციელდა. ქალაქ ბორჯომის მასშტაბით, განახლდა მთავარ ქუჩებზე არსებული ყველა გაჩერება.