კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სასმელი წყლის რეზერვუარს აკეთებენ

904

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სასმელი წყლის რეზერვუარს აკეთებენ.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, დრენაჟის მოწყობას, რეზერვუარის რეაბილიტაციას, შიდა დაქსელვას, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, საქლორატოროს და დარაჯის ოთახის აშენებას ითვალისწინებს.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ასრულებს.

,,პროექტის განხორციელება – სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფს. სამუშაოების ღირებულება 876 505 ლარია, რომელიც 70% ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 30 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.” – აღნიშნავენ გამგეობაში.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი